საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 15/09/02 2020 წლის 15 სექტემბერი ქ. თბილისი - ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს სახელმწიფო პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 17 იანვრის N27 ბრძანებულებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფის, კონკურსის გამოცხადების, განაცხადების მიღებისა და განხილვის, პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით, შეიქმნას ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისია (შემდეგში - კომისია) და დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
როსტომ ჩხეიძე | - | მწერალი, კომისიის თავმჯდომარე |
გიორგი ლობჟანიძე | - | ფილოლოგი, პოეტი |
ეთერ თათარაიძე | - | პოეტი - ფოლკლორისტი |
ზაზა აბზიანიძე | - | ფილოლოგი, კრიტიკოსი |
მანანა კვაჭანტირაძე | - | ფილოლოგი, კრიტიკოსი |
გაგა ლომიძე | - | ფილოლოგი |
ივანე ამირხანაშვილი | - | ფილოლოგი, კრიტიკოსი |
ლევან ბრეგაძე | - | ფილოლოგი, კრიტიკოსი |
თამაზ ვასაძე | - | ფილოლოგი, კრიტიკოსი. |
2. კომისია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 15/09/02 2020წლის 15სექტემბერი