საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 15/09/01 2020 წლის 15 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს სახელმწიფო პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 17 იანვრის N27 ბრძანებულებით დამტკიცებული წესისა და პირობების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული პრემიის მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფის, კონკურსის გამოცხადების, განაცხადების მიღებისა და განხილვის, პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით, შეიქმნას საქართველოს ეროვნული პრემიის კომისია (შემდეგში - კომისია) და დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ნუნუ მიცკევიჩი | - | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე, იმუნოლოგი |
ავთანდილ კასრაძე
| - | სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდო-მარე, იურისტი |
დავით გურგენიძე
| - | სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი |
ალექსანდრე თევზაძე
| -
| სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერ-სიტეტის რექტორი,ასტროფიზიკოსი |
ზაალ კოკაია | - | ბიოლოგი |
თამარ (დოდო) კეზელი | - | ფარმაკოლოგი |
ბესიკ იაშვილი | - | ექიმი |
მზია ქუთათელაძე | - | მიკრობიოლოგი |
თინათინ სადუნიშვილი | - | ბიოქიმიკოსი. |
კომისია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.