საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N01/07/01
N01/07/01 2021 წლის 1 ივლისი ქ.თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-10 და მე-12 მუხლებისა და 1961 მუხლის მე-6 და მე-11 პუნქტების შესაბამისად, 2021 წლის პირველი ივლისიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად.
2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება.
3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
4. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 5 დღისა (მისამართი: ქ. თბილისი, ათონელის ქ. №25, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საკონკურსო კომისია).
5. თუ ამ განკარგულების მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 2 კანდიდატურა არ იქნება წარდგენილი, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 2 კანდიდატურის წარდგენა.
6. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: კანდიდატის გვარი, სახელი, უმაღლესი განათლება, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს), მისამართი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა, საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:
ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის - თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ასლი (საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის შემთხვევაში);
ვ) კანდიდატის ბიოგრაფია და CV;
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
თ) არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს);
ი) ხელწერილი, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამისობას:
ი.ა) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის შემთხვევაში - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან;
ი.ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის შემთხვევაში - საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან;
კ) კანდიდატის წერილობითი თანხმობა.
7. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, ასევე 1961 მუხლის მე-6 და მე-11 პუნქტების შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია (შემდეგში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი კლდიაშვილი | - | ა(ა)იპ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრუ-ლებელი დირექტორი, კომისიის თავმჯდომარე |
ნიკოლოზ სიმონიშვილი | - | ა(ა)იპ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე |
თათია ქინქლაძე | - | ა(ა)იპ - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგა-დოების პროექტის კოორდინატორი |
ლევან ნატროშვილი | - | ა(ა)იპ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერი |
არნოლდ სტეფანიანი | - | ა(ა)იპ - კავშირი საერთო - სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე |
ზვიად გაბისონია | - | სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულ-ტეტის პროფესორი |
მარინე ჩიტაშვილი | - | სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი |
სოფიო მიდელაშვილი | - | სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულ-ტეტის პროფესორი, კომისიის მდივანი |
გიორგი იაშვილი | - | სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი |
რევაზ კლდიაშვილი | - | სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი |
შალვა ქურდაძე | - | ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. |
8. კომისიამ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, უზრუნველყოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების შერჩევა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენა.
სალომე ზურაბიშვილი