საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება
N02/08/01 2021 წლის 2 აგვისტო ქ.თბილისი
მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების
დანიშვნის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 133-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2021 წლის 2 ოქტომბერს.
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი