საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება
N11/08/01 2021 წლის 11 აგვისტო ქ.თბილისი
ალექსანდრე ონიანის საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით
დაჯილდოების შესახებ
სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავგანწირვისათვის უმცროსი სერჟანტი, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო-ქიმიური ასეულის II ოცეულის III ათეულის მეთაური ალექსანდრე ონიანი დაჯილდოვდეს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით და მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება (სიკვდილის შემდეგ).
სალომე ზურაბიშვილი