ინფორმაცია მალე განახლდება

 

 

 

 

პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.

საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო, რაზედაც პატრიარქს კურთხევა სთხოვა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას სივრცე, სადაც შევძლებთ ერთმანეთთან ისეთ თემებზე საუბრის დაწყებას, რის გამოც ქვეყანა დაყოფილია და საზოგადოება დაპირისპირებული

საქართველოს პრეზიდენტი - ეროვნული თანხმობის პროცესში ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის სრული მხარდაჭერა მჭირდება, რადგან ის მხარდაჭერილი უნდა იყოს ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისა და დიასპორისგან

საქართველოს პრეზიდენტი - ეროვნული თანხმობის პროცესი იწყება მოსმენით, აზრთა გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით, სიმართლის გაგებითა და სამართლიანობით, რომლის შემდეგაც შეიძლება შედგეს შერიგება

პრეზიდენტი - პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ