საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში
ირინე შენგელია დაიბადა 1968 წლის 14 ივლისს. 1992 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი.
ირინე შენგელიამ მუშაობა დაიწყო 1991 წლიდან ტელეკომპანია ,,იბერვიზიაში" და 1993 წლამდე იყო შემეცნებით-გასართობი გადაცემა ,,VVV"-სა და საინფორმაციო გადაცემა ,,მონიტორის" წამყვანი. 1994-1998 წლებში იყო თბილისის მე-9 სამუსიკო კოლეჯის პედაგოგი. 2002-2009 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია ,,იმედში" და სხვადასხვა დროს იყო გადაცემა ,,არტ-ბულვარის" ჟურნალისტი, გადაცემების „პირველი ნაბიჯის" (თოქშოუ), ,,ნაბიჯი ჯანმრთელობისაკენ" (თოქშოუ) და ,,თქვენი ექიმის" წამყვანი. 2007 წელს იყო ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს წევრი. 2009-2011 წლებში ეკავა სადაზღვევო კომპანია ,,აი სი ჯგუფის" PR მენეჯერის თანამდებობა. 2011-2012 წლებში იყო ტელეკომპანია ,,იმედის" გადაცემა ,,ფლეშმობ შოუს", ხოლო 2012-2017 წლებში - ტელეკომპანია ,,იმედის" დილის პროგრამის ,,იმედის დილის" პროდიუსერი. 2016 წლიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა ა(ა)იპ - მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილედ.
2018 წლის 31 დეკემბრიდან ირინე შენგელია დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად კომუნიკაციისა და სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, 2020 წლის 15 ოქტომბრიდან - საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.