საქართველოს პრეზიდენტს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტს დღეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ორბელიანების სასახლეში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტმა დიპლომატთან შეხვედრა გამართა, რომელზეც მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

პრეზიდენტმა დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სხვა სიახლეები