ქალაქ სკოპიეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას დახვედრის ოფიციალური ცერემონია ქალაქ სკოპიეში, „ვილა ვოდნოს“ საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა.

ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის სახელმწიფო ჰიმნები და პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს ჩრდილოეთ მაკედონიის სახელმწიფო დროშას, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა სტევო პენდაროვსკის საქართველოს ოფიციალური დელეგაცია წარუდგინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი ჩრდილოეთ მაკედონიაში თამარ ლილუაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.

სხვა სიახლეები