საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა აზერტაჯსა და აზერბაიჯანის ტელევიზი

ბაქო -  აზერტაჯი 27 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (აზერტაჯი) და აზერბაიჯანის ტელევიზიას.


ქალბატონო სალომე, ნება მოგვეცით,  გამოვხატოთ მადლიერება. ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ დაძაბული სამუშაო გრაფიკი გაქვთ და მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში, რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. როგორ შეაფასებდით ამჟამინდელ ორმხრივ ურთიერთობებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ორ მეგობარ სახელმწიფოს - აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის?

 
  • სრულყოფილი, სრულყოფილი, სრულყოფილი. ჩვენი ურთიერთობები ისტორიულად სრულყოფილი იყო. ვინაიდან ჩვენ ვართ ამ რეგიონის ორი ქვეყანა, რომელთაც მსგავსი ისტორია აქვთ. ჩვენ ერთნაირი სირთულეების გადაჭრა გვიწევდა და არ გვქონია პრობლემები ერთმანეთთან, ერთნაირი კონფლიქტები, ზოგჯერ კი ერთნაირი ტრაგედიები გადავიტანეთ. ჩვენ პირიქით მხარს ვუჭერდით ერთმანეთს იმ რთულ მაგრამ საინტერესო პერიოდებში, ვაძლიერებდით ერთმანეთს. ამიტომაც არის ჩვენი ურთიერთობები სრულყოფილი,  ჩვენი უახლესი ისტორია ძალზე საინტერესოა, ჩვენ განვახორციელეთ მთელი რეგიონისათვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტი, რომელთა მნიშვნელობაც, უნდა აღინიშნოს, სცილდება რეგიონის ფარგლებს.
  •  

ჩვენს თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს  ენერგეტიკის სფეროს. ეს ძალზე წარმატებული თანამშრომლობა გახლდათ. ჩვენ შევძელით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო ნავთობსადენის და სხვა პროექტების რეალიზება მაშინ, როცა ამის არავის სჯეროდა. ეს დიდი წარმატების ისტორიაა. ამ პროექტის დაგვირგვინება სრულებითაც არ ნიშნავს ჩვენი თანამშრომლობის დასრულებას. ჩვენი ურთიერთობები სრულყოფილია კიდევ იმიტომ, რომ დღეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს განვიხილავთ.

ეს პერსპექტივები ორი ქვეყნის საზღვრებს სცილდება, ჩვენ ხომ ისეთ რეგიონში ვართ, რომელშიც თავმოყრილია მრავალი სატრანსპორტო და სავაჭრო მაგისტრალი.  ჩვენი პოზიციები ემთხვევა რეგიონში ახალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების საკითხშიც. მხედველობაში მაქვს კასპიის ზღვა, შავი ზღვა და გაცილებით უფრო ფართო გეოგრაფიული არეალი, რომელიც მოიცავს როგორც აღმოსავლეთს, ისე დასავლეთს. ეს ძალზე რთული, მაგრამ იმედისმომცემი პროექტია. ვფიქრობ, ჩვენი ნაყოფიერი და მეგობრული ურთიერთობების წყალობით წარმატებით გავუმკლავდებით მსგავს ამბიციურ პროექტებს.  ორივე ქვეყანას საკმარისი  ამბიციები გაგვაჩნია.

 
  • აზერბაიჯანი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ რეგიონულ ფორმატში. რა როლს ასრულებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური კავშირების ამჟამინდელი დონე საერთაშორისო ჭრილში ჩვენი პოზიციების გასამყარებლად?
  •  
  • ჩვენ ყოველთვის მხარში ვედექით ერთმანეთს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, უცვლელია ჩვენი ურთიერთმხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების, ტერიტორიული სუვერენიტეტის და მთლიანობის საკითხებში.
  •  
  • ვიმეორებ - ეს ჩვენი საერთო ტრაგედიაა. თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენ შევძლებთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ეს უკიდურესად მტკივნეული პროცესია ჩვენი მოსახლეობისათვის, ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრების ორსავე მხარეს მცხოვრები ადამიანებისათვის.
  •  
  • ამავე დროს ეს არის გამოწვევა ჩვენი ქვეყნებისათვის. ჩვენ გავუმკლავდით გამოწვევას, ყველაფრის მიუხედავად, ურთიერთმხარდაჭერით დავძლიეთ სირთულეები და შევძელით ეკონომიკის განვითარება, ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება. მაშინ, როდესაც ყველას ეგონა, რომ ეს მოვლენები უარყოფითად აისახება ჩვენს ქვეყნებზე, ჩვენ მოვახერხეთ ტრანსფორმაციის წარმატებით ჩატარება. ეს სპონტანური წარმატება არ გახლავთ.
  •  
  • ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ყოველთვის დიდ პრობლემად რჩება. მაგრამ ამავე დროს ჩვენმა სახელმწიფოებმა მიაღწიეს ყველაფერს, რაც დაგეგმილი იყო. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ განვაგრძობთ ერთმანეთის მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. თუმცა მეტის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია არამხოლოდ ამ ინიციატივების თაობაზე გამოვხატოთ ურთიერთმხარდაჭერა, არამედ ჩვენი ქვეყნებისათვის პოზიტიური საკითხების გადაწყვეტისას გამოსვლებით დავადასტუროთ ის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ერთერთი ასეთი საკითხია გარემოს დაცვა.
  •  
  • ორივე სახელმწიფომ უნდა დაიცვას ის სიმდიდრე, რომელსაც კავკასიის რეგიონი გვთავაზობს. ამ რეგიონის ფლორას და ფაუნას დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი მსოფლიოსათვის. ამ რეგიონის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ძალზე მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ, თუ ერთმანეთში გავინაწილებთ ზოგიერთ პოზიციას, რომელთა წარმოჩენის შესაძლებლობაც გვეძლევა საერთაშორისო კონფერენციებზე, და ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო უნდა გავძლიერდეთ ერთიანი პოზიციების დასაცავად.
  •  
  • კავკასიის რეგიონს მძიმე ტვირთად აწევს მოუგვარებელი კონფლიქტები. აზერბაიჯანი და საქართველო მხარს უჭერენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. როგორ შეაფასებდით საერთაშორისო სამართლის ფარგლებში კონფლიქტების მოგვარების ამჟამად არსებულ შესაძლებლობებს?
  •  
  • ჩვენი მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, თუ როგორია დღევანდელი პერსპექტივები. ვფიქრობ დღეს თქვენი პერსპექტივები უკეთესია, ვიდრე ჩვენი.
  •  
  • იმიტომ, რომ თქვენს შემთხვევაში იკვეთება წინსვლის გარკვეული ნიშნები. საქართველოს კავკასიის ორივე ქვეყანასთან აქვს ურთიერთობა. თუ საქართველოს შეუძლია რაიმე წვლილის შეტანა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ, რადგან ჩვენთვის ყველასთვის ძალზე მნიშვნელოვანია მშვიდობა რეგიონში. თქვენ მოგეხსენებათ ასევე, რომ საქართველოში ორივე ამ ქვეყნის წარმომადგენლები ცხოვრობენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები. მშვიდობა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით ჩვენს ტერიტორიაზე ამ ხალხებს შორის მშვიდობის შენარჩუნებას. არცერთ ამ კონფლიქტს არ მიეცა გასაქანი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ვთვლი, რომ ამას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ მხრივ წინგადადგმული ნაბიჯების ხელშეწყობა. რაც შეეხება ჩვენს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს, აქ კვლავ უცვლელია ძლიერი სახელმწიფოს საოკუპაციო პოლიტიკა, რომლის გადახედვის არანაირი ნიშნები მისი მხრიდან არ არსებობს, პირიქით ის სულ უფრო ხისტი ხდება.
  •  
  • ყოველდღიურად ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში გადმოწეული საზღვრების მიღმა ექცევიან ჩვენი მოქალაქეები. ეს ურთულესი სიტუაციაა. ჩვენი შესაძლებლობები მწირია, ვინაიდან დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ამიტომ უფრო მეტად იმედს ვამყარებთ  ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, რათა მათ გაამახვილონ ყურადღება ამ საკითხზე და მოუწოდონ რუსებს, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები. აზერბაიჯანსაც შეუძლია ასეთივე მესიჯი გაუგზავნოს რუსეთს, რომ მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა მშვიდობა და ურთიერთპატივისცემა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაში. მაშინ მთელი რეგიონი და შესაძლოა თვით რუსეთიც უკეთესად იცხოვრებენ.
  •  
  • ქალბატონო პრეზიდენტო, აზერბაიჯანი და საქართველო აქტიურად მონაწილეობენ მრავალ პროექტში, რომლებიც სამხრეთ კავკასიის  და კასპიის ზღვის ბასეინის რეგიონში ხორციელდება. როგორ გესახებათ ჩვენი ქვეყნების მონაწილეობა ერთობლივ პროექტებში ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში და ამ პროექტების პერსპექტივა?
  •  
  • მიმაჩნია რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, სრულყოფილი პერსპექტივები გვაქვს. ამჟამად ჩვენი შორეული მეზობლები დიდ ინტერესს იჩენენ ამ პროექტებისადმი. ერთერთი მათგანია ევროპის კავშირი. ივლისში ბათუმში ვმართავთ მნიშვნელოვან კონფერენციას. ძირითადად ყურადღება დაეთმობა სატრანსპორტო საკითხებს, როგორც დიდი განვითარების საწინდარს შავი ზღვის როგორც ერთ ისე მეორე მხარეს.
  •  
  • ამ თვალსაზრისით კასპიის ზღვის ნაწილი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თუ საუბარია ტრანსპორტის შესახებ, ეს გულისხმობს ყველა დერეფნის გაერთიანების აუცილებლობას, იქნება ეს შუა დერეფანი თუ დერეფნები შავი ზღვის გასწვრივ. ვფიქრობ ეს პროექტი XXI საუკუნეში ანალოგი იქნება XX საუკუნის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტისა.
  •  
  • ორივე რევოლუციური და უდიდესი განვითარების პროექტია. ვფიქრობ, შესანიშნავი პერსპექტივები გვაქვს, ყველა ჩვენი პარტნიორი - თურქმენეთი, ყაზახეთი დიდ ინტერესს იჩენს. კარგი ნიშანია შეთანხმების მიღწევა კასპიის ზღვასთან დაკავშირებით. ჩვენ, ჩვენი მხრივ, პორტების განვითარებაზე ვამახვილებთ ყურადღებას, უკვე მესამეს ვაშენებთ. მეზობელი ქვეყნების უაღრესად მაღალ ინტერესს იწვევს შავი ზღვის გადაღმა მხარე. ამგვარად პერსპექტივები კარგია. ამისათვის, რასაკვირველია, რეგიონში სტაბილურობა გვჭირდება. ეს უმთავრესია. დღესდღეობით მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენი ძირითადი პოზიტიური უპირატესობებია, რომლებიც ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ.
  •  
  • ქალბატონო სალომე, ამჟამად ორ მეზობელ მეგობარ სახელმწიფოს დიდი პოტენციალი გააჩნია ენერგეტიკის სფეროში კავშირების გასაღრმავებლად, განსაკუთრებით კი ტურიზმის სფეროში. როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტები ენერგეტიკულ სექტორში და როგორ გესახებათ სამომავლოდ ორმხრივი თანამშრომლობა ამ მიმართულებით?
  •  
  • ორმხრივი თანამშრომლობისთვის ძალზე ფართო შესაძლებლობები გვაქვს, ბევრია ჯერ კიდევ აუთვისებელი სფერო. ძირითადად ყურადღება გავამახვილეთ ენერგეტიკის სექტორზე. თუმცა, ჩემი აზრით, კულტურა ასევე უმთავრესი შემადგენელია ჩვენი იდენტობისა, კავკასიური იდენტობისა. ვფიქრობ, საზოგადოებებსა და კულტურათა შორის გაცვლის მხრივ სასურველი მაჩვენებლისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. წელს დაგეგმილი გვაქვს ბათუმში „აზერბაიჯანის დღეების“ ჩატარება.
  •  

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება. დაგეგმილი გვაქვს ღონისძიების ჩატარება თბილისშიც. ამ საკითხებზე ვისაუბრეთ აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან მეჰრიბან ალიევასთან. ის დიდი ინტერესით შეხვდა ჩემს მიერშეთავაზებულ ზოგიერთ ინიციატივას, მათ შორის კულტურათაშორის გაცვლის თაობაზე.

ამავე დროს, თუჩვენ, როგორც კავკასიის წარმომადგენლებს, ერთობლივი ინიციატივები გვექნება ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, როგორიცაა იუნესკო, ჩვენ შევძლებთ ჩვენი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვას. შეგვიძლია სომხეთიც კი ჩავრთოთ. რადგან კულტურა - ეს ის სფეროა, სადაც ყველაფერია შესაძლებელი. საინტერესო პერსპექტივებია ასევე ჩვენი კულტურული იდენტიფიკაციის ერთობლივ განვითარებასთან დაკავშირებით. ტურიზმი კი კიდევ ერთი საშუალებაა ხალხებს შორის კავშირების გასამყარებლად. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დიდ წარმატებებს მივაღწიეთ ტურიზმის განვითარების სფეროში. ჩვენ მზად ვართ სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით გავუზიაროთ ეს მიღწევები მეზობელ ქვეყნებს და ერთიანი ძალისხმევით გადავაქციოთ კავკასია იმ სივრცედ, რომლის მშვენიერებაც მთლიანობაში დაატკბობს მნახველის მზერას.
 
იგეგმება თუ არა რაიმე სახის პროექტების განხორციელება ჩვენს ქვეყნებს შორის ჰუმანიტარულ სფეროში არსებული კავშირების კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარებისათვის?

 
  • ეს სწორედ ის საკითხია, რომელზეც ვსაუბრობ. პირდაპირი კულტურული გაცვლა ძალზე მნიშვნელოვანია. ორივე მხარემ უნდა მოაწყოს გამოფენები, კონცერტები და სხვადასხვაგვარი კულტურული ღონისძიებები ხალხებს შორის ურთიერთგაგების გასაღრმავებლად.
  •  
  • ასევე უნდა ვიზრუნოთ სტუდენტების გაცვლაზე, რადგან ამ სფეროში სასურველი შედეგისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. ჩვენ მცირე რეგიონში ვცხოვრობთ. უახლოესი მეზობლები ვართ უკვე ძალიან დიდი ხანია და ჩვენს სახელმწიფოებს  მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. ბუნებრივია, რომ უნდა ვისწრაფოდეთ განვავითაროთ ეს ურთიერთობები ასევე ჩვენს საზოგადოებებს შორის.

 

Gürcüstan Prezidenti Salome Zurabişvili AZƏRTAC-a və AzTV-yə məxsusi müsahibə verib​

 

სხვა სიახლეები