ბრექსიტი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობაა

 

საქართველომ უნდა გამოიყენოს ის შესაძლებლობა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვებით შეიქმნა, რათა ბიძგი მიეცეს მისი ინტეგრაციის საკითხს, რომელიც გაერთიანების წევრობას გულისხმობს, - განაცხადა საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა.
 
„ამ სიტუაციაში ჩვენ ველოდებით მივიღოთ მაქსიმალურად სასარგებლო შედეგი“,- განაცხადა ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა- „ლოგიკურია, რომ ქვეყანა,რომელიც მუდმივად მიიღწვის ევროპისკენ და ცდილობს მასთან ახლოს ყოფნას,არ აღმოჩნდეს იმ ქვეყანაზე ცუდ მდგომარეობაში, რომელიც მუდმივად ამჯობინებს ევროპიდან მოშორებით ყოფნას.“

საქართველო მუდმივად ითხოვდა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით ქვეყანაში ვარდების რევოლუცია მოხდა, რომელმაც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა, რუსეთისგან შორს,ევროპის მიმართულებით გადააადგილა. მას შემდეგ რაც, 2014 წელს, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა - კავკასიური ერი აწყდება უზარმაზარ სირთულეებს ამ მიზნების მისაღწევად, იმყოფება რა ევროპული წინაღობისა და ანტაგონისტური რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინს შორის.
 
საქართველომ, რომელიც სტრატეგიულად  შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და წარმოადგენს კარიბჭეს, რუსეთის გვერდის ავლით, ცენტრალური აზიის ენერგორესურსებისადმი წვდომისთვის, 2014 წელს ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, რომელიც მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. უფრო მეტიც, 2017 წელს ქვეყანას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიენიჭა. თუმცა, ის არ არის ბრიუსელის„კანდიდატების“ სიაში ან „პოტენციური კანდიდატების“ სიაში, რათა მოხდეს მისი ევროკავშირთან მიერთება.
 
საფრანგეთში დაბადებული, 67 წლის ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი განსხვავდება მისი წინამორბედებისგან, როგორც სახელმწიფოს მეთაური, რადგან„მე ვარ ევროპელი.“ იგი დეკემბერში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. მისმა ბიოგრაფიამ გარკვეულწილად უკვე „ითამაშა როლი“ ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრების დროს „რადგან სავარაუდოდ მე ევროპელ პარტნიორებთან სხვა გზით ვსაუბრობ“ წინა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, განაცხადა მან.
 
აბსოლუტური მზადყოფნა
 
გასულ თვეს, თბილისში ვიზიტისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იანს სტოლტენმებრგმა დაიჟინა, რომ რუსეთი საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას ვერ შეაჩერებს. მიუხედავად ამისა, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ფრთხილობენ,რათა კრემლისგან კვლავ არ მიიღონ საპასუხო რეაქცია, როგორც ეს მოხდა 2008წლის ომის დროს, როდესაც საქართველო და რუსეთი იბრძოდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიებზე, ერთი თვის შემდეგ, რაც ნატოს სამიტზე გაცხადდა, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი. იმის გათვალისწინებით, რომ ნატო რეგულარულ წვრთნებს მართავს საქართველოში,რომლის სამხედროებიც, ალიანსის  სამხედროებთან ერთად, ავღანეთში მსახურობენ, ნატო კვლავ არ ასახელებს წევრობის თარიღს.
 
„სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ სრულად მზად ვართ,“ განაცხადა ზურაბიშვილმა. „ თუ ჩვენ მივიღებთ წევრობის დღის წესრიგს, ყველამ იცის, რომ 2 თვეში მზად ვიქნებით.“
 
ომის შემდგომ, რუსეთმა ოკუპირებული რეგიონები, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები ისე აღიარა, მაშინ როდესაც საერთაშორისო საზოგადოება მას საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. რუსეთის ძალების მიერ მიუხედავად „ყოველდღიური პროვოკაციებისა“ ამ ტერიტორიებზე, ნატო-სა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად „საქართველოს მიერ დადგენილი გეზის ერთი მტკაველიც ვერ შეცვალეს“ და „თუ ეს იყო რუსეთის განზრახვა, მაშინ ეს არის დიდი მარცხი,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
 
მილიარდელის მიერ მხარდაჭერილი
 
ქართველ ემიგრანტთა ოჯახში დაბადებული, იგი იყო საფრანგეთის ელჩი თბილისში, როდესაც სააკაშვილმა მის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრობა სთხოვა, რევოლუციის შემდგომ.  აზრთა სხვადასხვაობის გამო მოგვიანებით ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და იგი ომში სააკაშვილის როლის ერთ-ერთი მწვავე კრიტიკოსი გახდა. როგორც პარტია ქართული ოცნების დამაარსებლის და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის,  მილიარდერი - ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, არის პირველი პრეზიდენტი, რომელიც არჩეულია საკონსტიტუციო რეფორმების შემდგომ, აღნიშნულმა რეფორმებმა  აღმასრულებელი ძალაუფლების მნიშვნელოვანი ნაწილი გადასცა პრემიერ მინისტრსა და პარლამენტს.
 
იგი გეგმავს ყურადღება გაამახვილოს საქართველო თუ როგორ„დააღწევს თავს რასაც მე პოსტ-საბჭოთა სინდრომს ვეძახი და თუ როგორ გახდება ის ნამდვილად ევროპული საზოგადოება“ იმ საკითხებზე, როგორიც არის, სამუშაო ადგილების უსაფრთხოება,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინკლუზიურობა და საკვების უსაფრთხოების სტანდარტების დადგენა, განაცხადა ზურაბიშვილმა. „ჩვენ კვლავ უნდა შევცვალოთ რაღაცები მენტალობაში,“ განაცხადა მან.
 
არანაირი დიალოგი
 
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ გეგმავს გაემგზავროს რუსეთის ყოველწლიურ წითელი მოედნის პარადზე მაისში, მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა გამარჯვების აღსანიშნავად ან პუტინთან შესახვედრად.
 
„შენ ვერ ჩაერთვები რაიმე სახის ფორმალურ ან არაფორმალურ დიალოგში იმ ქვეყანასთან, რომელმაც შენი ქვეყნის 20%-ის ოკუპირება მოახდინა თუ არ იკვეთება ნიშანი იმის, რომ რაღაც იცვლება,“ განაცხადა მან, „ამის ნიშანი კი არ არსებობს.“
 
საქართველოს სჭირდება ძლიერი მოკავშირეები, რათა დაეხმარონ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით „ძალიან მაღალი პოლიტიკური დონე“ აღადგინოს,რომელმაც მიიღო „ტექნიკური ფორმატის“ სახე და არანაირ ზემოქმედებას ახდენს რუსეთზე.

 

Brexit Is Georgia's Chance to Push for EU Membership, President Says

სხვა სიახლეები