საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა პაველ ვიზდალმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს.

საქართველოს სახელმწიფო მეთაურს რწმუნებათა სიგელები 8 ქვეყნის: სლოვენიის, უგანდის, ტანზანიის, არგენტინის, სამრეთ აფრიკის, მექსიკის, ინდოეთის, შრილანკის არარეზიდენტმა ელჩმა გადასცა.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტი ელჩებისთვის მიღება გამართა და დიპლომატებს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
 

სხვა სიახლეები