ინტერვიუ Corriere Della Sera-სთან

ინტერვიუ Corriere Della Sera-სთან

სალომე ზურაბიშვილი  პირველად საქართველოში 34 წლის ასაკში 1986 ელს ჩავიდა. იმ დროისთვის უკვე დიპლომატის რანგში ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოში მუშაობდა. პარიზში, ორი ქართველი პოლიტიკური დევნილის ოჯახში დაბადებული, გაიზარდა მითებით თავისი მშობლიური ქვეყნის შესახებ: ,,როდესაც ემიგრაციაში წასული ოჯახის წევრი ხარ, გიჩნდება განსაკუთრებული თავისებური დამოკიდებულება იმ ადგილისადმი, რომლის ნახვაც არ შეგიძლია“ - უყვება ის „კორიერეს. დღეს ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია - პირველი ქალი პრეზიდენტი ამ თანამდებობაზე, და ჩამოვიდა სახელმწიფო ვიზიტით, რაც 25 წელი არ მომხდარა. ,,ყველა ჩემმა მოსაუბრემ - პრემიერ დრაგიდან პრეზიდენტ მატარელამდე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს გვერდით არიანრაც ასეთი ომის დროს ძვირფასი გზავნილია, და მას ჩავიტან სამშობლოში. იყო აგრეთვე მკაფიო მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მხრივ - გვიხსნის კმაყოფილების დაფარავად.

თქვენ აღწერეთ უკრაინა „როგორც თავდასხმის ქვეშ მყოფი  მეორე მე“, და დაამატეთ: ,,ჩვენ უკვე გვაქვს ეს გამოცდილება“. როგორია დღევანდელი სიტუაციის თქვენეული ხედვა?

„ტრაგიკულია. რადგან იყო დიდი ნგრევა და ბევრი დაკარგული სიცოცხლე. მაგრამ ამავდროულად დიდად აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ იბრძვიან უკრაინელები, რადგანაც არავინ და გასაკუთრებით რუსეთი არ ელოდებოდა მსგავსი  წინააღმდეგობის გაწევას. ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ წინაღმდეგობა გაუწიო კიევის ასაღებად  მომავალი ტანკების  კილომეტრობით კოლონას. ეს უკვე  საკუთარ თავში გამარჯვებაა, არ ვიცით, რითი დასსრულდება ომი, მაგრამ რუსებმა უკვე შეამცირეს თავისი საწყისი მიზნები. თუ ამას დავუმატებთ ევროკავშირის ერთსულოვან რეაქციას, ამერიკის ჩართულობას, ნატო-ს აღმავლობას და ევროკავშირის გაფართოების დაწყებას, ვფიქრობ. რომ პუტინმა ბევრი დაკარგა“.

რატომ არ დათანხმდა სანქციებს თავიდანვე პრემიერი ღარიბაშვილი? თქვენს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო?

„ჩვენი ხალხი მყისიერად გამოეხმაურა ახლობელ  უკრაინელებს, თუმცა მართალია, რომ მთავრობა უფრო ფრთხილი გამოდგა.საჭიროა იმის გათვალისწინებაც რომ  ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის დანაყოფები დგას,  და სიფრთხილით ეკიდებოდნენ მათ შესაძლო რეაქციას, რისი გამორიცხვაც ჯერ კიდევ  არ შეიძლება. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, შესაძლოა უფრო ჩემი ასაკის გამო, რომ დადგა ის დრო, როდესაც მკაფიოდ უნდა დავიცვათ ჩვენი პრინციპები. ნამდვილად შევუერთდით ყველა სანქციას. ვაკონტროლებთ ჩვენს საზღვრებს, რადგანაც ჩვენზე გადის დერეფანი  სომხეთსა და რუსეთს შორის. მნიშვნელოვანია რომ ყველანი ვთანხმდებით ევროპული ინტეგრაციის საკითხზე. ჩვენ გავქვს ევროპული ღირებულებები, ან უფრო უკეთ რომ ვთქვათ, ევროპას ააქვს ქართული ღირებულებები იმის გათვალისწინებით, რომ რომ უძველესი ქრისტიანული ქვეყანა ვართ. თუკი რუსეთი შეეცდება შეგვაცვლევინოს აზრი, დიდ შეცდომას დაუშვებს“.

თქვენ განაცხადეთ რომ თქვენი ნატო-ში შესვლა მოხდება მოკლე დროში, და ეს აღარ არის წლების საკითხი. არ გეშინიათ რუსეთის ჯარების რეაქციისა, რომლებიც სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში არიან განლაგებული?

„უნდა შევწყვიტოთ ფიქრი, თუ რა რეაქცია ექნება რუსეთს ამასა თუ იმაზე.  ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და გადაწყვეტილებებს ვიღებთ იმაზე ფიქრის გარეშე, მოსკოვი თავს დამცირებულად იგრძნობს თუ განაწყენდება არცერთი ქვეყანა არ ფიქრობს ასეთნაირად. ჩვენ აგრეთვე გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც მიმართულია ევროპასთან გაერთიანებისაკენ, რომელიც ახლა ასე ახლოსაა, რადგანაც ვხედავთ ევროკავშირის ქვეყნებში ცვლილებებს გაფართოების მიზნით. განსხვავებულია ნატო-ს საკითხი, რასაც ვხედავთ ფინეთის და შვედეთის მაგალითზე. მომავალ სამიტზე გაიხსნება ახალი პაკეტი საქართველოს შესახებ. ასე რომ სიახლეა ამ მხრივაც“.

საქართველოსა და ყირიმში შეჭრაზე დასავლეთის რბილმა რეაქციამ მოსკოვი უფრო გაათამამა უკრაინაში მოქმედებებისათვის?

 „ვფიქრობ, დასავლეთმა დაიჯერა, რომ რუსეთთან შეეძლო, როგორც ყოველთვის, ურთიერთობების ჩვეულებრივ გაგრძელება, საქართველოსა და ყირიმში შეჭრა კი განხილული იყო როგორც შემთხვევა, და არა როგორც სართაშორისო სამართლის კანონების რეალური უხეში დარღვევა. ისიც კი არ ვიცით, თუკი მოსკოვში ხელმძღვანელობა შეიცვლება, აირჩევს თუ არა მოსკოვი ახალ სტრატეგიას. საუკუნეების მანძილზე ქვეყანა მეზობლებთან კარგი ურთიერთობის ძიების ნაცვლად დაძაბულობისკენ მიისწრაფოდა“.

თქვენ რომ შეაფასოთ იტალიაში თქვენი ვიზიტი, რას იტყვით?

შემთხვევითი არ არის, რომ რომში ჩამოვედი, ვფიქრობ, იტალიის ხელისუფლებას სურდა ამ კონკრეტულ მომენტში საქართველოსთვის მხარი დაეჭირა. პრეზიდენტმაც და პრემიერმ-მინისტრმაც განაახლეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. იტალია ყოველთვის არ იყო ძალიან მიდრეკილი გაფართოებისკენ, მაგრამ ახლა არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მას ყველაზე მეტად უჭერს მხარს. და ეს ნათლად განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დრაგიმ, პრეზიდენტმა მატარელამ და ყველა ჩემმა თანამოსაუბრემ. ეს არის საუკეთესო გზავნილი, რომელსაც ჩავიტან საქართველოში, დაბრუნებამდე გავჩერდები ბრიუსელში, სადაც ბოლო შეხვედრა მექნება - ევროკომისიის რეკომენდაციებისა და სახელმწიფოს მეთაურების გადაწყვეტილებებისთვის“.

როგორ ფიქრობთ, ევროკავშირმა დიდხანს დაგაყოვნათ?

დიდი ხანია ველოდებით ევროკავშირში გაწევრიანებას, მე ვიტყოდი, რომ საუკუნეების განმავლობაში ველოდებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ ამ მიზანს მტკიცედ მივსდიეთ და მიუხედავად ზეწოლისა, რომელიც განვიცადეთ, არ შეგვიცვლია აზრი. რუსეთის ომმა უკრაინაში ნათლად აჩვენა ევროპელ ლიდერებს, რომ შეცდომა იყო ამ ქვეყნების ძალიან დიდხანს ლოდინი. მოლდოვას, უკრაინას, საქართველოს და დასავლეთ ბალკანეთს სჭირდებათ მკაფიო გზავნილი ევროკავშირისგან, რადგან ძალიან დიდი ხნის ლოდინი გზას უხსნის რუსეთის პროპაგანდას და მის რბილ ძალას“.

სხვა სიახლეები