​საქართველოს პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან სამუშაო შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან და თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრებისას განხილული იყო 21-23 იანვარს ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის საკითხები და თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აღნიშნული ვიზიტი საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის.

სხვა სიახლეები