პრეზიდენტი - ხმა მივეცი ახალ საქართველოს!

საქართველოს პრეზიდენტმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთა და აღნიშნა, რომ ხმა მისცა ახალ საქართველოს.

,,მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი ახალ საქართველოს, რომლისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანაში 22 წლის წინ; მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობდნენ ჩემი წინაპრები; ხმა მივეცი იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობს მთელი საქართველო.

ჩვენ საღამოს ყველა გამარჯვებული ვიქნებით, დამარცხებული არავინ იქნება რადგან გაიმარჯვებს საქართველო!" - განაცხადა პრეზიდენტმა. 

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა არ დაბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც იქნება ცენზურა, სადაც შეზღუდული იქნება ჩვენი არჩევანი, სადაც შეზღუდული იქნება გამოხატვის თავისუფლება და სადაც შეზღუდული იქნება ის უფლებები, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას ქმნის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება

პრეზიდენტი - ამ გარდამტეხ არჩევნებში საქართველოს მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის, არჩევანს გააკეთებს მშვიდობიანი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავლის სასარგებლოდ