პრეზიდენტი სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის ბრიფინგი: 

საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია, ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. 

სარჩელით ასევე გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას. 

ასევე, მინდა შევეხო მეორე საკითხს, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ საბჭოს წევრის დანიშვნას. 

თქვენ იცით, რომ პრეზიდენტს შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს ეს გადაწყვეტილება და წარადგინოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრი, მაგრამ პრეზიდენტმა გამჭვირვალობის მიზნით, 21 ივნისს შექმნა შესარჩევი კომისია, რომელმაც დაასრულა მუშაობა და პრეზიდენტს ორი კანდიდატურა წარმოუდგინა. 

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად დანიშვნის თაობაზე. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული პრაქტიკა მომავალშიც გამოყენებული იქნება სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა შერჩევისათვის და ეს იყო კარგი მაგალითი.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა არ დაბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც იქნება ცენზურა, სადაც შეზღუდული იქნება ჩვენი არჩევანი, სადაც შეზღუდული იქნება გამოხატვის თავისუფლება და სადაც შეზღუდული იქნება ის უფლებები, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას ქმნის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება