აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს ალან ბერსეს შეხვდა.
შეხვედრა გაეროს შტაბბინაში გაიმართა და საუბარი შეეხო როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ალან ბერსეს შვეიცარიის მიერ მედიატორის როლის შესრულებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯოსებაში გაწეული ძალისხმევისათვის.
პრეზიდენტებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები პროფესიული განათლების, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კუთხით, ასევე, გენდერული თანასწორობის გაძლიერების, სამთო სპორტისა და კურორტების მიმართულებებით.