პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსს საუკეთესო სტუდენტური თარგმანისათვის

კონკურსი 2021 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაარსდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი ლექტორი ქალის, ქველმოქმედის, პოეტისა და მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისის, ელისაბედ ორბელიანის სახელს ატარებს.  

ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გაიცემა შემდეგ ნომინაციებში;

  • პროზის საუკეთესო თარგმანი 
  • პოეზიის საუკეთესო თარგმანი 
  • სამეცნიერო ნაშრომის საუკეთესო თარგმანი
  • ესეს და დოკუმენტური პროზის საუკეთესო თარგმანი

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება.

კონკურსის პირობებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია

სხვა სიახლეები