პრეზიდენტი - დღეს ყველა ვგრძნობთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ძალიან გაუსაძლის ომში უკრაინელების მხნეობა და გამარჯვება

ორბელიანების სასახლეში უკრაინის ომის დაწყების წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო ,,თანადგომის ერთი წელი“ გაიმართა.

ღონისძიების მიზანი ომიდან  ერთი წლის თავზე უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა იყო.  ქართველმა და უკრაინელმა  მხატვრებმა, მწერლებმა, პოეტებმა, ჟურნალისტებმა, მუსიკოსებმა საკუთარი შემოქმედებით  უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მიმართ საკუთარ დამოკიდებულება გამოხატეს და მოწვეულ სტუმრებს თავიანთი შემოქმედება გააცნეს. 

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინის სოლიდარობის ნიშნად 23-24 თებერვალს ორბელიანების სასახლეში ღონისძიებათა ციკლი გაიმართა, რომელიც როგორც პოლიტიკური, ასევე, რამდენიმე კულტურული ნაწილისაგან შედგებოდა.  

,,დღეს ჩვენ ვუსმენთ ახალგაზრდა შემოქმედებს, რომლებიც უკრაინის მიმართ საქართველოს და საქართველოს საზოგადოების ერთიანობას გამოხატავენ. დღეს ყველა ვგრძნობთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ძალიან გაუსაძლის ომში უკრაინელების მხნეობა და გამარჯვება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

ღონიძიებაში მონაწილეობდნენ: ნანა აკობიძე, ნატალია ტროხიმი, გიორგი ლობჟანიძე  ბექა ქურხული, ბათუ დანელია. ბავშვთა გუნდმა ქართული და უკრაინული ჰიმნები და უკრაინული ხალხური სიმღერა შეასრულა.

ღონისძიება პერფორმანსით „რადგან ყველა ომი ტყუილია“ დასრულდა. წაიკითხეს პოეტების: მარიამ წიკლაურის, ბესიკ ხარანაულის, გიორგი ლობჟნიძის, კატო ჯავახიშვილის, ნინია სადღობელაშვილის ლექსები; ზურა სულაკაურის სახელოსნოს მოსწავლეებმა კი მსახიობის მიერ წაკითხული ლექსები დახატეს.

სხვა სიახლეები