საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტის 202წლის 27 დეკემბრის № 27/12/03 განკარგულებითსაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად გამოცხადდა კონკურსი. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის კანონით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2023 წლის 10 იანვარს. 

იმის გათვალისწინებით, რომ არ იქნა წარმოდგენილი კანონით განსაზღვრული რაოდენობის კანდიდატურები, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე არანაკლებ 2-ჯერ მეტი კანდიდატურის წარმოდგენა.

ზემოაღნიშნული პოზიციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელფოსტაზე: info@president.gov.ge.

ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის  ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

სხვა სიახლეები