პრეზიდენტმა სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ მუსხელიშვილი (სიკვდილის შემდეგ) ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

განათლების ერთიანი ევროპული სისტემის ერთ-ერთი ავტორი და ფუძემდებელი, აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის დამაარსებელი, მიხეილ მუსხელიშვილი ევროგაერთიანების იდეის შექმნისა და განხორციელების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, პირველი ,,ქართულ-ევროპული მოძრაობის” დაარსებისა და ევროპულ უნივერსიტეტებში საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კვლევების განხორციელებისათვის დაჯილდოვდა

პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენი მისი ძმის შვილისშვილს, ვახტანგ მუსხელიშვილს ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიზე გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე მოწვეულ მეცნიერებს, მკვლევარებსა და სტუდენტებს სიტყვით მიმართა და მიხეილ მუსხელიშვილის ღვაწლზე ისაუბრა.

სხვა სიახლეები