პრეზიდენტმა ლაშა მძინარაშვილს პროფესიული ჯიდლოს მიღება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი ,,კასკადიორების ოსკარის“ Taurus World Stunt Awards-ის გამარჯვებულს, ქართველ მოცეკვავესა და კასკადიორს, ლაშა მძინარაშვილს შეხვდა, რომელმაც პრეზიდენტს მიღებული პრიზი წარუდგინა.

პრეზიდენტმა, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას, ქართველ მოცეკვავეს პროფესიული ჯიდლოს მიღება მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მძინარაშვილი ფილმ King's Man-ში ბრძოლების სცენის შექმნაში მონაწილეობდა, სადაც  ქართული ცეკვის ილეთები იყო გამოყენებული.

სხვა სიახლეები