პრეზიდენტმა ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია ,,Globalize UK 2022“ გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლონდონში საერთაშორისო კონფერენცია ,,Globalize UK 2022“ გახსნა და ქართველ სტარტაპერებსა და ექსპორტიორებს სიტყვით მიმართა.

კონფერენციაზე 10 ქართული ტექსტარტაპი ინვესტიციების მოზიდვისა და საკუთარი საქმიანობის გაცნობის მიზნით, საკუთარ კომპანიას წარადგენს ადგილობრივ ინვესტორების, დიასპორის წარმომადგენელი ბიზნესმენების, სავაჭრო ასოციაციების და მეწარმეობის ცენტრების წევრთა წინაშე.

ქართული პროდუქციის გამოფენაზე, რომელიც კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, წარმოდგენილი იყო 25-მდე ქართული კომპანიის საექსპორტო პროდუქცია და 12 სტარტაპი.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქართული სტარტაპების მხარდაჭერისათვის, კონფერენციაში მონაწილეობისა და იმ საქმიანობისათვის, რომელიც მან პარლამენტში, დიასპორასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისათვის გასწია.

,,მე მართლა ამაყი ვარ, რომ თქვენ აქ ხართ დღეს, ამას ავხსნი რატომ. ქალბატონი პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა დიასპორის კომიტეტს, ვიდრე მე ამირჩევდნენ. მან შეიტანა მნიშვნელოვანი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, რომ ისარგებლონ ორმაგი მოქალაქეობით და კიდევ მრავალი სხვა შესაძლებლობით.

როდესაც მე ეს კომიტეტი გადმოვიბარე, თუ ხმამაღალი ნათქვამი არ არის ქალბატონი პრეზიდენტისგან, მე ვნახე, რომ ჩვენ გვყავს ორმილიონამდე დიასპორის წევრი მთელს მსოფლიოში და ძირითადად, მოდიან ადამიანები, ვისაც აქვთ დიდი პრობლემები, მაგრამ ვისაც აქვთ შესაძლებლობები და ნიჭი ისინი ჩრდილში რჩებიან, ამიტომ ,,Globalize პლატფორმასმინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, რომ მათ აღმოგვაჩენინეს ადამიანები, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მომავალი.

ძალიან კარგად მახსოვს პირველად სალომე კუკავა (კონფერენციის ორგანიზატორი და კომაპნია ,,Globalize" დამფუძნებელი), როდესაც ქალბატონ პრეზიდენტს ვთხოვე აუდიენცია და გადავწყვიტე, რომ ამეხსნა ქალბატონი სალომესთვის, (მე დღესაც ახალი ვარ ამ მიმართულებით, და ხშირად ვკითხულობ, როგორ უნდა განვითარდეს სტარტაპერობა და ინოვაცია საქართველოში). ქალბატონმა სალომემ ძალიან მარტივად შემაწყვეტინა და მითხრა, რომ მე ამ მიმართულებას ძალიან კარგად ვიცნობ, მათ შორის, ამ მიმართულებით წარმატებული ადამიანები არიან ჩემი ოჯახის წევრები. დანარჩენი გამოკითხეთ მერე, ,,Unicorn“ ყავს ოჯახის წევრი.

და აი დღეს არის შედეგი, რომ ის ჩვენთან ერთადაა. შეგვპირდა, რომ ის აუცილებლად დაუჭერდა მხარს სტარტაპერებს და ინოვაციებს საქართველოს გარეთ და მადლობელი ვარ მისი“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ,,გლობალაიზ საერთაშორისო კონფერენციაძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძებაა და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი დონის მხარდაჭერა სტარტაპკომპანიებისადმი და პრეზიდენტის ჩართულობა ამ პროცესში. მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების ძალიან დიდი მხარდაჭერა, რადგან ეს ყველაფერი დიდ სტიმულს აძლევს ქართულ სტარტაპებს.

,,ასეთი ფორმატი და პლატფორმა ხელს უწყობს ახალი კონტაქტების დამყარებას, ინოვაციური იდეების გაზიარებას.

 

ინვესტიციების მოზიდვა ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა და პრიორიტეტია და ვფიქრობ, რომ ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს ინვესტორების მეტ ინფორმულობას და ასევე, ქართული კომპანიების ბრიტანულ ბაზარზე დამკვიდრებას“ - განაცხადა საქართველოს ელჩმა.

სხვა სიახლეები