პრეზიდენტი - საქართველომ, რომელმაც მეოცე საუკუნის დიდი ნაწილი რეპრესიული რეჟიმის ქვეშ გაატარა, სრულად ესმის ღია დებატების მნიშვნელობა, რომელსაც მხარს უჭერს და აფასებს ,,ოქსფორდის კავშირი"

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტისას, ,,ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის" ყოველწლიური სერიის ფარგლებში, ლექცია წაიკითხა, ,,ოქსფორდის კავშირში" საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა:

,,ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, პატივია სტუმრად ყოფნა ,,ოქსფორდის კავშირში", საზოგადოებაში, რომელიც მსოფლიოში თავისი ტრადიციებითა და სახელითაა ცნობილი. საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელმაც მეოცე საუკუნის დიდი ნაწილი რეპრესიული რეჟიმის ქვეშ გაატარა, სრულად ესმის ღია, გულწრფელი დისკუსიებისა და დებატების მნიშვნელობა, რომელსაც მხარს უჭერს და აფასებს ისეთი ისტორიული ორგანიზაციები, როგორიცაა ,,ოქსფორდის კავშირი" .

ქართველი ხალხის სახელით, მინდა, ,,ოქსფორდის კავშირს" მის საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო და ვიმედოვნებ, რომ კავშირი ამ მნიშვნელოვან დებატებს მომავალი თაობებისთვის კვლავ გააგრძელებს".

,,ოქსფორდის კავშირისპრეზიდენტი ჩარლი მაკინტოშის განცხადებით, ,,ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის" სერია 2019 წელს მის საპატივსაცემოდ დაფუძნდა.

,,მას შემდეგ ლექციები წაკითხეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კამერონმა და ტერეზა მეიმ. მისი აღმატებულება [პრეზიდენტი] იქნება პირველი საერთაშორისო სტუმარი ლექციების სერიაში და ასევე პირველი, კოვიდპანდემიის დაწყებიდან.

ჩვენთვის დიდი პატივია მოქმედი პრეზიდენტის ვიზიტი. ჩვენ გსგავსი ვიზიტი რამდენიმე წელია არ გვქონია და შესანიშნავია გვყავდეს საქართველოს წარმომადგენელი, გაერთიანებული სამეფოს და ოქსფორდის ძლიერი მეგობარი სტუმრობდეს ჩვენს კავშირსა და ქალაქს" - განაცხადა მან.

სხვა სიახლეები