საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში „რეგიონების კვირეული“ იწყება

,,რეგიონები ორბელიანების სასახლეში“ 21 ნოემბერს „სვანეთის დღეებით“ გაიხსნება და სამ დღეს გასტანს.

კვირეულის დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და მათი პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე.

სამი დღის განმავლობაში, ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ტრადიციული რეწვის ნიმუიშებს, ასევე თანამედროვე სვანი ხელოვანების ნამუშევრებს. დაგეგმილია სამეცნიერო, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის  შედგება სვანეთის ისტორიის შესახებ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული ფოტომასალის გამოფენა - ექვთიმე თაყაიშვილის სვანური ექსპედიციის ფოტოები, ასევე, ბესარიონ ნიჟარაძის საარქივო მასალა.  

სვანეთის დღეების ფარგლებში, კულტურული პროგრამის პარალელურად, გაიმართება პანელური დისკუსიები სვანეთის თვითმმართველობის, ენერგეტიკის, ეკონომიკური პოტენციალის, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ: ანსამბლ ,,რიჰო,, შედგება ლეო (ლევან) ხოჯელანის და  ვახო ნავერიანის  ნამუშევრების გამოფენა.

ორბელიანების სასახლეში ასევე გაიმართება მესტიის მუნიციპალიტეტის მოძრაობის თეატრის სპექტაკლი ,,ბეთქილი“ და შეფმზარეულებისა და კულინარიული სფეროს წარმომადგენლებისათვის გაიმართება სვანური სამზარეულოს  მასტერკლასი.

სხვა სიახლეები