თემატური კონგრესი ,,ფსიქიკური აშლილობების მკურნალობა და მართვა პოსტპანდემიურ ეპოქაში“ მიმართულია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე პანდემიასთან დაკავშირებულ ფარმაკოლოგიურ და ფსიქოსოციალურ საკითხებში.
პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს და იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომელიც დღეს საზოგადოების წინაშე დგას.
,,ჩემთვის პატივი და მოვალეობაა ამ კონგრესის გახსნა, რადგან ის თბილისში ძალიან მნიშვნელოვან, გადამწყვეტ დროს, ძალიან აქტუალურ საკითხზე ტარდება.
ჩვენ დღეს რეალურად, ძალადობისა და დაძაბულობის გამოწვევის წინაშე ვდგავართ. თქვენ ახსენეთ, რა თქმა უნდა, კოვიდი და ის, თუ როგორ ვცხოვრობდით ჩვენ ყველა, ამ პერიოდის განმავლობაში - იზოლაცია, დანაკარგი, სიკვდილი. სიკვდილი, რომელიც ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, (და დარწმუნებული ვარ ბევრი სხვა ქვეყნისთვისაც), შეიძლება უაფრო რთულიც კი იყო, რადგან ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ტრადიციეებს - სიკვდილის დროს ოჯახთან ერთად ყოფნის ყველა ტრადიციას.
ასე რომ, კოვიდმა ძალიან საშინელი გავლენა მოახდინა. შემდეგ კი, ჩვენ მოულოდნელად უფრო პირდაპირი ძალადობისა და დესტრუქციის შუაგულში აღმოვჩნდით და ეს არის ომი უკრაინაში. რვა თვეა, რაც ეს ომი მიმდინარეობს. ეს არ არის ომი, რომელიც შემოიფარგლება უკრაინით და ეს არ არის ძალადობა, რომელიც შემოიფარგლება უკრაინით. ეს არის ძალადობა ყველა ჩვენგანზე. ძალადობა, ყველაზე, ვინც ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც მოკლებული არიან საკუთარი დამოუკიდებლობის, საკუთარი ტერიტორიების შენარჩუნების უფლებას და უწევთ ამ ტოტალური დესტრუქციის გავლა, მათ შორის, (რაც კიდევ ერთხელ არის ძალადობის ის მაქსიმუმალური გამოვლინება, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ) - ბირთვული განადგურების საფრთხე.
ჩვენ, საქართველოში, ბოლო 30 წელია ვიცით, რა არის ომის ძალადობა. არა ერთხელ და ორჯერ, არამედ სამჯერ, რასაც თან ახლავს ძალადობა ტერიტორიის ოკუპაციის, ოჯახების დაყოფის, ტერიტორიის ნაწილის დაკარგვის გრძნობის, (რაც ალბათ სხეულისთვის კიდურის დაკარგვას ჰგავს) და უკიდურესი ძალადობა, რომელიც ყოველდღე ხდება და რომელსაც ჩვენ ყოველ ჯერზე ვიტანთ, როცა რუსი მეზობლის მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.
და ოჯახური ძალადობა, რომელიც ომის გაურესების კონტექსტში გაიზარდა. და რა თქმა უნდა, ეკონომიკური და სოციალური პირობები, რომელიც ოჯახებში ითარგმნება [როგორც ძალადობა], კიდევ ერთი პირდაპირი ეფექტია.
ამასობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმა კვლავ რჩება. ძალიან ძნელია იმ დროს, როდესაც შემთხვევები და სირთულეები იზრდება, გქონდეთ პოლიტიკა, რომელიც დროულად უნდა დაინიშნოს. ასე რომ, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვუპასუხოთ იმ საკითხებს, რომლებიც წამოჭრილია, ყველაზე მყისიერ პრობლემებს, ვიდრე თავიდან ავიცილოთ და გავუმკლავდეთ გრძელვადიან პერსპექტივაში.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ქალისთვის, როგორც დედისთვის და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის ძალადობის კიდევ ერთი ფორმა, რომელშიც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ - და ეს არის ახალგაზრების მიერ ნარკოტიკების, ბიო ან სხვა ქიმიური პრეპარატების მზარდი გამოყენება.
მე აქ ვსაუბრობ საქართველოსთვის და საჯარო სექტორისთვის, რომელიც უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ ოჯახებსა და განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობას ნათლად დაანახოს ის რისკები, რომლებიც დგას ამ ,,გასართობი“ ნარკოტიკების გამოყენებისას.
და ეს ის საკითხია, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველას აწუხებს. და რაც ძალიან ცხადია ყველა ეს გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, საზღვრებს გარეშეა. ისინი ყველა ჩვენგანს აწუხებს, ჩვენ ამ საკითხში გარკვეული თვალსაზრისით, ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ. ჩვენ ან ერთად გავუმკლავდებით ამ საკითხებს, ან ვერ გადავლახავთ მათ.
ასე რომ, მინდა გისურვოთ ძალიან ნაყოფიერი სესია. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ყველა ეს დისკუსია, თქვენი დისკუსიების შედეგები მაინც იქნება გავრცელებული.
ასე რომ, კიდევ ერთხელ გმადლობთ საქართველოში ჩამოსვლისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს დისკუსიებში!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კონგრესის ორგანიზებაში მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციასთან ერთად მონაწილეობს ევროპის ფსიქიატრთა ასოციაცია.
მოწვეულ სტუმრებს შორის არიან 250 დარგის გამორჩეული სპეციალისტი მსოფლიოს 20 ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებიდან და კლინიკებიდან, რომლებიც მსჯელობენ არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე.
ღონისძიება ტარდება რუსთაველის ფონდის და ევროკავშირის 2020-2022 წლების სოლიდარობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.