პრეზიდენტმა და WIPO -ს გენერალურმა დირექტორმა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე იმსჯელეს

საქართველოს პრეზიდენტი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, დარენ ტანგს შეხვდა, რომელიც საქართველოში პრეზიდენტის მოწვევით იმყოფება და მონაწილეობას იღებს საქპატენტის 30 წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო საიუბილეო კონფერენციაში.

შეხვედრისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით ქალთა და ახალგაზრდების ხელშეწყობის საჭიროებას, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ამ მიმართულებით ფორმალური განათლების და საქართველოს კულინარიული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მნიშვნელობას. 

დარენ ტანგმა დადებითად შეაფასა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების ეკოსისტემის პროგრესი და მზადყოფნა გამოთქვა ინოვაციის, ქალთა მეტი ჩართულობისა და განათლების მიმართულებით ერთობლივი პროგრამების გაძლიერების შესახებ.

სხვა სიახლეები