საქართველოს პრეზიდენტმა ბუქარესტში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბუქარესტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

საქართველოს პრეზიდენტი უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

ცერემონია საპატიო ყარაულის მონაწილეობით გაიმართა, შესრულდა საქართველოს და რუმინეთის ჰიმნები.

პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

,,დღეს, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მეგობარ რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში, მსურს ჩემი და ქართველი ხალხის სახელით, პატივისცემა და მოწიწება გამოვხატო იმ ადამიანთა ხსოვნისადმი, რომლებმაც თავიანთი სამშობლოს - რუმინეთის მშვიდობისა და ერთიანობისთვის ბრძოლას თავი შესწირეს და ამით, გმირებს შორის, სამუდამოდ დაიმკვიდრეს თავიანთი ადგილი".

სხვა სიახლეები