პრეზიდენტმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნიკო ნიკოლაძის სახელობის დარბაზი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზის გახსნის ცერემონიას დაესწრო. 

საკონფერენციო დარბაზის გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ, რექტორის მრჩეველმა და ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი ფარეშიშვილმა. ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა ქეთევან შოშიაშვილმა კი, ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და საქმიანობის მკვლევარები. 

გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

სხვა სიახლეები