საქართველოს პრეზიდენტი ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა.

ლონდონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, 18 სექტემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდსა და მიღებას დაესწრება, რომელიც მეფე ჩარლზ III-ის სახელით გაიმართება.

19 სექტემბერს კი, დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიასა და მიღებას დაესწრება, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის სახელით გაიმართება. 

 

სხვა სიახლეები