პრეზიდენტი სვანეთში ,,მესტიაჭალა ჰესის“ მუშაობის სპეციფიკას გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი სვანეთში 30 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის, ,,მესტიაჭალა ჰესის“ მუშაობის სპეციფიკას და პოტენციალს გაეცნო, რომელიც წლიურად დაახლოებით, 100 მლნ კვტ. სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. 

როგორც “მესტიაჭალა ჰესის” საოპერაციო სამსახურის უფროსმა, ანდრო გოგოლაძემ განაცხადა, ეს არის მწვანე, მინიმალური ზიანისა და თანამედროვე, ევროპული აგრეგატებით გაწყობილი ჰესი. 

“ეს არის ე.წ. მწვანე ჰესი, ე.წ. მინიმალური ზიანის მქონე, თანამედროვე, ევროპული აგრეგატებით აწყობილი სადგური.

ვისაუბრეთ რეგიონისთვის სადგურის მნიშვნელობაზე და იმ სოციალურ პროექტებზე, რაც განხორციელდა მისი მშენობლობის დროს. ასევე, რეგიონის განვითარებაში კომპანიის ჩართულობაზე და ასევე, ენერგომიმართულებით ყველა იმ ტექნიკურ საკითხებზე, რომელშიც  ,,მესტიაჭალას“ წვლილი შეაქვს”, - განაცხადა გოგოლაძემ.     

სხვა სიახლეები