საქართველოს პრეზიდენტი ყულევისა და ფოთის ტერმინალებს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტმა, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თამარ იოსელიანთან ერთად, შავი ზღვის ტერმინალი (ყულევი), ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური (PACE GROUP), კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM Terminal) და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი - ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერა.

პრეზიდენტი ნავსადგურის საქმიანობას სპეციფიკას, გადამუშავებული ტვირთების მარშრუტებს და  ტვირთბრუნვას გაეცნო. ტერმინალების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს, როგორია პოსტპანდემიურ პერიოდში ტვირთების გადაზიდვის პროცესი და რა გავლენას ახდენს მასზე რეგიონში არსებული ვითარება.

როგორც “პეის ჯგუფის“ პრეზიდენტი იოსებ დოლიძე აცხადებს, პრეზიდენტი მოხარულია ქართულ-ამერიკული პროექტის მჭიდრო ვადებში განხორციელებით და მხარს უჭერს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის სრულ ოპერირებაში შესვლას.

,,მსურს სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური, ამ რთულ რეგიონულ პირობებში, როდესაც უკრაინაში ომიდან გამომდინარე, ჩვენ ქვეყანას მოაწყდა ძალიან დიდი რაოდენობის ტვირთი. სწორედ ჩვენს ნავსადგურში ხდება ტვირთების საგემო პარტიებად დაგროვება. პირველ გემს უახლოეს მომავალში მივიღებთ, რათა ეს ტვირთები დაიტვირთოს და გავიდეს ევროპისა და ამერიკის მიმართულებით. სამწუხაროდ, შეიქმნა პრობლემები, გამომდინარე იქედან, რომ გემები ჯერ ვერ შემოდიან, ამის მისაღწევად დიდი ძალისხმევაა კიდევ საჭირო, -აღნიშნა იოსებ დოლიძემ.

,,ეიპიემ ტერმინალ ფოთის" ოპერაციების დირექტორი მეთიუ რანტანენი აცხადებს, რომ იგეგმება საზღვაო ნავსადგურის გაფართოების პროექტის დაწყება, პრეზიდენტის ვიზიტი კი, კიდევ უფრო გაზრდის ამ პროექტის მნიშვნელობას.

,,საწყის ეტაპზე შეიქმნება 400 მეტრის სიგრძის ნავმისადგომი და ტალღების დამხშობი. მეორე ეტაპზე იქნება დამატებითი ნავმისადგომები და ინფრასტრუქტურა
საქართველოში დიდი ხანია არის ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროება, რაც უფრო დიდ გემებს და სატვირთოებს  ნავსადგურზე შესვლის საშუალებას მისცემს, ხელს შეუწყობს ექსპორტ-იმპორტს,  გაზრდის შესაძლებლობებს და განავითარებს ფოთს“,- განაცხადა მეთიუ რანტანენიმ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ საქართველოს პრეზიდენტს ფოთის საზღვაო სასწავლ-საწვრთნელ ცენტრშიც უმასპინძლეს, სადაც პრეზიდენტმა სასწავლო  ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერა.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ჩვენთვის სპორტი ეგზისტენციალური გახდა: ერთობის ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთობლივი სიხარულის, რაც ძალიან გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ როცა დაგვიბრუნდებით, ესეც დიდი, ერთობლივი სიხარულის მომენტი იქნება

შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს

გიორგი მსხილაძე - პენსიის კანონში ცვლილებები აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, რაც შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს