საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართველი სტუდენტები ჩრდილოეთ მაკედონიაში სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლიან

ჩრდილოეთ მაკედონიაში გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას, ორი ქვეყნის პრეზიდენტების მხარდაჭერით, სკოპიეში საქართველოს საპატიო კონსულის, პროფესორ მარკო ანდონოვის ინიციატივით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართველი სტუდენტებისათვის ,,საპრეზიდენტო სტიპენდიის“ დაწესების შესახებ.

სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტში - University American College Skopje ქართველი სტუდენტების განაცხადების მიღება მოხდება ორ სამაგისტრო პროგრამაზე - საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესის ადმინისტრირება. სტიპენდია მოიცავს სწავლის საფასურის სრულად დაფარვას და საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის გამოცხადების შესახებ

უნივერსიტეტის ვებგვერდი

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - იმისთვის რომ წინ ვიაროთ, აუცილებელია ერთიანნი ვიყოთ, ერთობის გარეშე ამ გზას ვერ გავივლით, ვერ შემოვიერთებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალში