კონკურსის გამარჯვებულები ივნისის შუა რიცხვებში გამოცხადდებიან

უკვე ცნობილია საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპზე გადამსვლელთა ვინაობა.  

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი ლექტორი ქალის, ქველმოქმედის, პოეტისა და მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისის, ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო ორ ნომინაციაში გაიცემა: 

პროზაული ნაწარმოების ქართული თარგმანისათვის და სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანისათვის. 

კონკურსის მიზანი ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისებაა. კონკურსის გამარჯვებულები ივნისის შუა რიცხვებში გამოცხადდებიან. 

კონკურსის ბოლო ეტაპზე გადამსვლელთა სია:

მხატვრული ლიტერატურა

მოვლუდ მეხრაბოვი (ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

ეთიმად ბაშჩეციდი: „ველოსიპედი“;

დაჩი მეჯიდოვი (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

მიხაილ ნაიმი: „მირდადის წიგნი“;

ვალერი ოთხოზორია (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი)

მარკიზ დე სადი: "ფილოსოფია ბუდუარში, ანუ უზნეო აღმზრდელნი";

გიორგი ხულორდავა (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

აბდ ორ-რაჰმან ჯამი: „იგავები ბაჰარესთანიდან“

სამეცნიერო ლიტერატურა

გიორგი გაბელია (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

რობერტ სტამი: "კინოს თეორია"

ელენე ელიოზიშვილი (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია)

ნოდარ მამისაშვილი: „სამფაზიანი კომპოზიციის მუსიკალური სისტემის შესახებ“

მარიამ კვერნაძე (ანდრია პირველწოდებულის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

ბიბი ლატანე და ჯონ მ. დარლი: „თვითმხილველის ,,აპათია“

გრიგოლ ფერაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)

ოტფრიდ ნიპოლდი: „საქართველო საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით“

სხვა სიახლეები