შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩთან

ქვეყანაში ადამიანის  უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც პანდემიის დროს კიდევ უფრო გაღრმავდა - დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო ასევე ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობა და ამ მიმართულებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესის მნიშვნელობა, პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გაძლიერება და საზოგადოების პოლარიზაციაზე სიძულვილის ენის მძიმე გავლენა. 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინციდენტების პრევენციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის აღმოფხვრისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელების მნიშვნელობას.

პრეზიდენტმა დუნია მიატოვიჩი 2022 წლის  მაისში თბილისში დაგეგმილ ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია. 

სხვა სიახლეები