ორბელიანების სასახლეში საინფორმაციო სააგენტოებისა და საინფორმაციო პორტალებისათვის საქართველოს პრეზიდენტის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის ახალი ვებგვერდი ახალ მისამართზე www.president.ge - ზე განთავსდა. ინტერნეტმისამართის ცვლილება მოხდა საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე.
ახალი ვებგვერდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით 5800 ლარად შპს ,,პროსერვისმა" შექმნა და მასვე ევალება ერთწლიანი ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა.