​სალომე ზურაბიშვილმა რუხის ინოვაციების ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა და სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრი დაათვალიერა.
საქართველოს პრეზიდენტს ინოვაციების ცენტრის მუშაობის სპეციფიკა  და ტექნოპარკის მიზნები გააცნეს. აღინიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და კერძო კომპანიები ამ სივრცის გამოყენებით საკუთარ ბიზნესსაქმიანობას ავითარებენ  და ყოველდღიურად იღრმავებენ საჭირო ცოდნას, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე, მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.
სალომე ზურაბიშვილი ცენტრში ტრენინგებზე შეკრებილ ბავშვებს გაესაუბრა, რომლებმაც პრეზიდენტს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ამობეჭდილი საქართველოს დროშა უსახსოვრეს.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან