​საქართველოს პრეზიდენტმა რუხის საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მხარის რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან
ერთად კონფლიქტის ზონასთან მდებარე სოფელ რუხში მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა დაათვალიერა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საავადმყოფოს ამოქმედებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რადგან კლინიკა, უმაღლესი სტანდარტების სამედიცინო მომსახურების შეთავაზებით, უდიდეს შესაძლებლობებს მისცემს, სამეგრელოსა და მის მიმდებარე რეგიონებში მცხოვრებლებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, იგი მხარდაჭერას უცხადებს მსგავსი ტიპის პროექტებს და რუხის სამედიცინო ცენტის ამოქმედება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან