პრეზიდენტი წყალტუბოში ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი წყალტუბოში ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრს ეწვია და ბენეფიციარები მოინახულა. ცენტრის დირექტორის ნინო ნემსიწვერიძის განცხადებით, ცენტრი 2015 წლიდან ფუნქციონირებს და მასში 7-დან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარები ექვს საათს ატარებენ, ამ დროის განმავლობაში ისინი უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით, ტრანსპორტირებით, ფსიქოლოგისა და მეტყველების სპეციალისტის მომსახურებით.
ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი ასევე, შშმ ბავშვების განათლებისათვის საჭირო ინდივიდუალურ პროგრამებს შეიმუშავებს და შრომითი საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ზრუნავს.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას იმისათვის, რომ ზრუნავენ განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებზე, რადგან ცენტრი დაარსებიდან მუნიციპალურ ბალანსზე იმყოფება.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან