პრეზიდენტმა სახალხო დამცველთან ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა და ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ ისაუბრეს. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილდა ყურადღება და აღინიშნა, რომ აფახაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა და მოსახლეობა მუდმივად არასტაბიულურ გარემოში ცხოვრობს. ხელოვნური ბარიერებით გაყოფილი ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია ასევე, გადაადგილების თავისუფლებას. საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის ოქტომბერში, ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები, ეთნიკურად ოსი სამი მოზარდის გაუჩინარების საქმის გამოძიებით დაინტერესდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტს მიმდინარე წლის თებერვალში გაუჩინარებული მოზარდების ოჯახებმა მიმართეს. პრეზიდენტმა და სახალხო დამცველმა შეწყალების პროცესთან დაკავშირებით ისაუბრეს და აღნიშნულ პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობის საკითხი განიხილეს.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან