საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პრეზიდენტი - საქართველოს არ შეუძლია მეორე უარი მიიღოს კანდიდატის სტატუსზე, ეს სტრატეგიული გზავნილია რუსეთისთვის

საქართველოს პრეზიდენტის ლექცია ,,ოქსფორდის კავშირში" ,,ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციისყოველწლიური სერიაზე.

 

ქალბატონებო და ბატონებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბენაზირ ბჰუტოს მემორიალურ ლექციაზე

ყოველწლიური მემორიალური ლექცია, ჩვენი ყოფილი პრეზიდენტისა და პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენაზირ ბჰუტოს მემკვიდრეობის პატივცემად დაარსდა.

ლექცია პატივს მიაგებს ლიდერებს, რომლებმაც  თანასწორობისა და ადამიანური ღირსების მიღწევის სწრაფვაში, გარდამტეხ პროგრესს მიაღწიეს.

ამ პრესტიჟული ტრადიციის გასაგრძელებლად, დღეს ჩვენ საქართველოს პრეზიდენტიქალბატონი სალომე ზურაბიშილი შემოგვიერთდება.

საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი, მისი აღმატებულება, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი 2018 წლიდან სახელმწიფოს მეთაურია. კონსტიტუციური ცვლილებებიდან გამომდინარე, ის ქვეყნის ბოლო პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტია.

დაბადებული პარიზში, საბჭოთა რეჟიმს გაქცეული ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ოჯახში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ფრანგულ დიპლომატიას 1970 წლებიდან შეურთდა.

2003-2004 წლებში ის  საფრანგეთის ელჩი იყო საქართველოში.

2004 წელს, საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეთანხმებით, ის საქართველოს მოქალაქე და საქართველოს პირველი ქალი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა

საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში, მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანაერთადერთი დოკუმენტი, რომელიც რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში შეასრულა.

სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყარა კენჭი და ხმების 60% - ით გაიმარჯვ.

ქვეყნის შიგნით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ეფექტიანად წამოიწყო  პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა და  დააფუძნაეროვნული თანხმობის პროცესი“.

2021 წლის აპრილში, პრეზიდენტ ზურაბიშვილის შუამავლობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა შიდაპოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, ქართულ პოლიტიკურ პარტიებს დოკუმენტისამომავლო გზა საქართველოსთვისშესთავაზა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პრეზიდენტ ზურაბიშვილს არაერთხელ უსაუბრია საქართველოს სოლიდარობის შესახებ პრეზიდნტ ზელენსკისა და უკრაინის მიმართ.

ჩემთვის დიდი პატივიაოქსფორდის კავშირშიმისი აღმატებულება, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიო.

 

საქართველოს პრეზიდენტი

,,ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე იმ ადგილას, სადაც ბევრი შესანიშნავი პიროვნება, ბევრი შესანიშნავი ქალი იმყოფებოდა. ეს ის ადგილია, რომლის პრეზიდენტიც იყო ბენაზირ ბჰუტო - კავშირის პირველი მუსლიმი პრეზიდენტი და ასევე, გამორჩეული ქალი, დედა ტერეზა. ამიტომ ძალიან ვამაყობ, რომ შემიძლია გესაუბროთ  აქ და გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები არსებულ სიტუაციაზე.

არ მსურს ბევრი ვისაუბრო რადგან არ მგონია, რომ ის ფაქტი, რომ ვარ პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოში და რეგიონში, იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიყო უშუალოდ სპეციალიზებული იმ კითხვებზე პასუხების გაცემაში, რაც საზოგადოებაში ქალების საკითხებს ეხება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შიდა პოლიტიკაში, მაგრამ ვფიქრობ, ამ საკითხმა არ უნდა განსაზღვროს ქალი პრეზიდენტი.

მინდა  უბრალოდ ინფორმაცია მოგაწოდოთ რადგან ვფიქრობ, რომ საქართველო არც თუ ისე კარგადაა ცნობილი და ხშირად, როდესაც სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს ვხვდები, მეუბნებიან – „შენ პირველი ქალი პრეზიდენტი ხარ. ეს რთული უნდა იყოს“, რადგან ისინი საქართველოს ხედავენ, როგორც უფრო აღმოსავლურ ქვეყანას, ვიდრე ევროპულს და, ალბათ, როგორც ძალიან არაფემინისტური პოლიტიკითა და ქალისა და კაცის ძალიან მკაცრი გამიჯვნის მქონე ქვეყნად.

ჩემი სურვილია გავფანტო ეს მითიური შეხედულებები, რადგან საქართველო ასეთი სულაც არ არის. უძველესი დროიდან, ჩვენი მითოლოგია იწყება ქალებით - მაგალითად, მედეა, საქართველოში მე-4 საუკუნეში ქრისტიანობა სწორედ 17 წლის ქალის მეშვეობით შემოვიდა.

ჩვენი პირველი წმინდანები ქალები იყვნენ. ჩვენს მთავარ მეფეს/დედოფალს - მას მეფედ მოიხსენიებდნენ, რადგან ის  საქართველოს დიდი აღორძინების პერიოდში თანასწორი და ძლიერი იყო, და ასე გაგრძელდა მომავალშიც.

ძალიან საინტერესოა, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ საქართველოს მთელი წინააღმდეგობა,  (მანამდე კი სხვა იმპერიების წინააღმდეგ) ქალების ხელში იყო, რომლებიც იბრძოდნენ სიცოცხლის ბოლომდე.

იმ პერიოდში, ბევრი მათგანი გადაასახლეს და მოკლეს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძლიერი, მებრძოლი ქალების ისტორია. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, 1918 წელს, პირველი კონსტიტუცია ქალებს  არჩევის უფლებას აძლევდა და პირველ ასამბლეაზე ხუთი ქალი იყო არჩეული, რომელთაგან ერთ-ერთი, პირველი მუსულმანი ქალი იყო, რომელიც ყველა ასამბლეათა შორის პირველად აირჩიეს.

ეს გაგრძელდა, რადგან საბჭოთა რეპრესიების დროს, ქალები უშუალოდ გახდნენ რეპრესიების მსხვერპლნი, რომლებიც ხშირად შვილებთან ერთად დეპორტირებულნი იყვნენ ცენტრალურ აზიაში, ძალიან რთულ გარემოში.

ჩვენს უახლოეს ისტორიაში, 1991 წლის დამოუკიდებლობამდე, საქართველოში განხორციელებული საბჭოთა რეპრესიების უახლეს პერიოდში, 1989 წელს, როდესაც საბჭოთა ტანკები შევიდნენ თბილისში, გამოიყენეს  [მომწამვლელი] გაზი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და იქაც, ქუჩაში მყოფი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ქალები იყვნენ და ყველაზე მეტი მსხვერპლიც სწორედ ქალებს შორის იყო.

შესაბამისად, ჩემი არჩევა არ არის რევოლუცია საქართველოში. იყო სხვა რამ, რისთვისაც მომიწია ბრძოლა და შეიძლება დღესაც მიწევს, მაგრამ არა იმ ფაქტის გამო, რომ ქალი ვარ. ვისურვებდი, რომ არ გვქონდეს ის პრობლემები, რომლებიც დღეს გვაწუხებს და რომელსაც ვიზიარებთ ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად. ისეთი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია   საზოგადოების განვითარებასთან.

ეს იქნება ოჯახური ძალადობა, თუ ის ფაქტი, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ არაა თანაბარი ანაზღაურება ბევრ საჯარო სამსახურში, მაგრამ ამაშიც გვაქვს პროგრესი. ჩვენ არ გვყავს საკმარისი ქალები პარლამენტში და ეს, ჩემი აზრით, დაკავშირებულია პოლარიზაციასთან, სიძულვილის ენასთან და ძალიან მკაცრ პოლიტიკასთან, რომელსაც დღეს ვხედავთ. მგონი აქაც არ ვართ გამონაკლისი.

მაგრამ მთლიანობაში, იქ სადაც მოსახლეობას ვხვდები და დავდივარ ქუჩებში ან ზოგიერთ სოფელში და ვეკითხები გოგოებს, რომელიც მოდიან ჩემთან ფოტოებისა და სელფების გადასაღებად, ვეკითხები მათ - "გინდათ ერთ დღეს გავხდეთ პრეზიდენტი?“ და პასუხი არის -  „დიახ, რატომაც არა".  ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის მთავარი მიღწევა ქალი პრეზიდენტისთვის - რომ ეს ყველაფერი გახდეს რუტინული.

დღეს ჩვენ გამოწვევის წინაშე ვართ და ვფიქრობ, რომ თქვენ აქ ამის მოსასმენად უფრო მოხვედით. საქართველო საკმაოდ სპეციფიკური და მძიმე გამოწვევის წინაშე დგას. რთული, თუმცა ამავდროულდ, იმედის სხივებით. სიტუაცია არ არის მთლიანად ბნელი, მაგრამ ძალიან სენსიტიური და კომპლექსურია.

პირველ რიგში, დავიწყებ იმ საკითხით, რომელიც ალბათ, იმ ერთ-ერთ საკითხთაგანია, რომლის გამოც საქართველოში დავბრუნდი, რატომაც ვიყარე კენჭი საქართველოს პარლამენტში [საგარეო საქმეთა მინისტრობის შემდეგ] და შემდეგ პრეზიდენტობისთვის. ეს არის ევროპა. ეს არის ის, რაც ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი; ის, რაც სხვადასხვა დროს ყოველთვის წარმოადგენდა საქართველოს მისწრაფებას, ნებისმიერ დროს, როდესაც საქართველო არ იყო დაპყრობილი ჩვენს გარშემო მყოფი იმპერიების მიერ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ საქართველოს დედაქალაქი ოცდაექვსჯერ დაიწვა. ეს გაძლევთ გარკვეულ შთაბეჭდილებას ამ პატარა ქვეყანაზე, რომლისკენაც ყველა მიიწსრაფდა სხვადასხვა მიზეზით. ზოგჯერ სატრანზიტოდ, ზოგჯერ ზღვებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა მარშუტებზე კონტროლის დასამყარებლად.

ერთ დროს ბრიტანელებიც იყვნენ დაინტერესებულნი საქართველოს ინდოეთთან დამაკავშირებელი მარშრუტით. მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოს ისტორიაში იყო დრო, როდესაც 20 ათასი ბრიტანელი ჯარისკაცი იდგა ქართულ მიწაზესამწუხაროდ, ისინი 1921 წელს რუსეთის წითელ არმიასთან ბოლო ბრძოლამდე წავიდნენ საქართველოდან და ჩვენ მარტო დავრჩით. ამგვარი მოვლენები საქართველოსთვის არც თუ ისე იშვიათია. ის ხშირად რჩებოდა მარტო ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში. ასე ხშირად მომხდარა რუსეთთან, რომელთანაც საქართველოს ჰქონდა ხელშეკრულებები ურთიერთდახმარებისა და . მეგობრობის შესახებ, რადგან მაშინ ის იყო ერთადერთი მართლმადიდებელი სახელმწიფო, მაშინ როდესაც საქართველოსთვის მუსლიმური იმპერიები ალიანსის ბუნებრივ ფორმად ითვლებოდა.

ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე გადაწყვეტილების მიღებამდე მიდიოდა, რუსეთი არსად ჩანდა და საქართველო მარტო ებრძოდა ხან სპარსეთის და ხან ოსმალეთის იმპერიებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ არსებობს კულტურული და მართლმადიდებლური ფუნდამენტი, რომელმაც შექმნა ქართული კულტურა. სწორედ ამიტომ ერთადერთი პერსპექტივა, რომლისკენაც საქართველო ოდესმე გაუხედავს, ყოველთვის იყო ევროპა. ეს დაიწყო ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში და ეს გრძელდებოდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ეს [სწრაფვა] უფრო ნათლად, რა თქმა უნდა, მე-19 საუკუნის დამოუკიდებლობის მოძრაობის დროს გამოიკვეთა, როდესაც დამოუკიდებლობის დამფუძნებელი მამები ევროპელები იყვნენ, რომლებიც ნაწილობრივ მაინც ევროპაში იღებდნენ განათლებას, ნაწილობრივ მაინც, და ევროპისკენ იყურებდონენ.

ამან, 1918 წელსპირველ დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა, რამაც შექმნა დემოკრატიული რესპუბლიკა ძალიან დემოკრატიული კონსტიტუციით. ძალიან ევროპული კონსტიტუციით, რომელიც შეიძლება იმაზე მეტად პროგრესული იყო, ვიდრე სხვა ევროპული ქვეყნების კონსტიტუციები, მაგრამ სამწუხაროდ, 1921 წელს დასრულდა დემოკრატიული რესპუბლიკის ეს პერიოდი.

ჩვენ მოგვიწია 70 წლიანი ლოდინი, რათა  საქართველოს დამოუკიდებლობის ხელახალი დაბადება გვენახა 1991 წელსმაშინაც ევროპული ორიენტაცია იყო წინა პლანზე. ძალიან საინტერესოა, რომ როდესაც ისეთი ლიდერი, როგორიც ედუარდ შევარდნაძე იყო, [რომელიც თქვენ იცით, რადგან ის იყო საბჭოთა კავშირის ლიდერი და საგარეო საქმეთა მინისტრი],  გახდა საქართველოს პრეზიდენტი, მისმა ძალიან პროევროპულმა და პრონატო კურსის ინიციატორულმა გადაწყვეტილებებმა გაზსადენზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, გაამყარეს საქართველოს მნიშვნელობა გარე პარტნიორთათვის.

მას შემდეგ, ევროინტეგრაციის გზაზე სვლა ქართული პოლიტიკის მუდმივ მიმართულებად გადაიქცა. ასე რომ, ეს დაიწყო ევროპული სამეზობლო ინიციატივით და იმ დროს, როდესაც საქართველოში საფრანგეთის ელჩად ყოფნის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დავინიშნე, დიპლომატიურ წრეებთან საუბრისას მესმოდა: „დაივიწყე. საქართველო ვერასოდეს შეძლებს ევროპის სამეზობლო ინიციატივის მიღებას; საქართველო ძალიან შორს არის“, ,,თქვენ თურქეთს იქით ხართ" - ეს არის ის, რაც მაშინ გვესმოდა. ჩვენ მალევე მოგვეცა შესაძლებლობა და შევუერთდით ევროპის  სამეზობლო ინიციატივას და შემდეგ შევუერთდით აღმოსავლეთ პარტნიორობას, ასოცირების შეთანხმებას, ვიზალიბერალიზაციას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ბოლოს ევროპული პერსპექტივა, რომელიც   მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ მიმართულებით.

ამავდროულად, ჩვენ არ მიგვიღია კანდიდატის სატუსი, რომელიც ასოცირებული ტრიოს ჩვენმა ორმა პარტნიორმა და მეგობარმა მიიღო. ამან რა თქმა უნდა, შექმნა გარკვეული იმედგაცრუება საქართველოს მოსახლეობაში. მათ კარგად იცოდნენრომ ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენ, ალბათ, უფრო წინ ვიყავით მიღებული კანონმდებლობისა და მრავალი შიდარეფორმის კუთხით, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე 30 წლის განმავლობაში გატარდა. ასე რომ, არსებობდა გარკვეული იმედგაცრუება მოსახლეობაში, მაგრამ დროთა განმავლობაში, მე ვიტყოდი, რომ მოხდა იმის გაგება და გაცნოებიერება, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც ჩვენ მივიღეთ და კანდიდატის სტატუსი, რომელიც დანარჩენმა ორმა ქვეყანამ მიიღო, უკრაინელი ხალხის ბრძოლის დამსახურებით მოხდა. გარკვეულწილად, იყო რაღაც პოლიტიკური მიზეზი იმისა, რომ ამ ორმა, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფმა ქვეყანამ, მიიღო ეს აღიარება და რომ საქართველო იმ დროს ასე პირდაპირ არ იყო რისკის ქვეშ და განიხილებოდა სხვა დამსახურების მიხედვით. იყო გარკვეული პოლიტიკური მიზეზები, რაც ხსნიდა ამ განსხვავებას. ასე რომ, დღეს უმთავრესი ევროპული გზაა. მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ახლა, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთსულოვანი მხარდაჭერა აქვს ევროპულ ორიენტაციასა და ნატოში ინტეგრაციასრადგან მოსახლეობის 80% და მეტი მხარს უჭერს ამ გზას და ამ თემაზე კონსენსუსია. ეს ძალიან ძლიერი საფუძველია საქართველოს მომავლისთვის და ამას მოგვიანებით დავუბრუნდები, რადგან ახლა მსურს  უკრაინასა და რუსეთზე გადავიდე.

მნიშვნელოვანი, რაც უნდა გვახსოვდეს ისაა, რომ ევროპულ პერსპექტივას ალტერნატივა არ აქვს. თუ რუკას დააკვირდებით, ძალიან ნათლად დაინახავთ, რომ 3,5 მილიონიანი პატარა ქვეყანა ევროპისა და შავი ზღვისკენ უნდა იყურებოდეს. შავი ზღვა საბჭოთა პერიოდში, ნამდვილად იყო კედელი, დღეს კი იქცა ხიდად და არა მხოლოდ ხიდად, ის გახდა ძალიან მნიშვნელოვანი სივრცე ყველა სახის კავშირებისთვის შავი ზღვის ერთ მხარეს მყოფ ჩვენს ევროპელ პარტნიორებსა და  მეორე მხარეს მყოფ, კავკასიისა და კასპიის ზღვის მიღმა ცენტრალურ აზიას შორის.

რაც უფრო გაგრძელდება რუსეთის და რუსეთის სატრანზიტო ხაზების იზოლირება (და ალბათ, ეს საკმაოდ დიდი ხნით გაგრძელდება) ეს რეგიონი უფრო მნიშვნელოვანი გახდება ევროპისთვის. ასე, რომ დღეს აღარ არის ის განცდა, რომ ჩვენ თურქეთის იქით ვართ. დღეს, როცა შეგვიძლია სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა, ძალიან კარგადაა გაგებული, რომ ჩვენ შავი ზღვის საზღვართან ვართ, რომელიც თავის მხრივ  ევროკავშირის საზღვარია. შავ ზღვაზე სტაბილურობა, თანამშრომლობის მშვიდობიანი შესაძლებლობა, იქნება ეს ენერგეტიკა თუ კავშირის სხვა სფეროები, აუცილებელია ხვალინდელი ევროპისთვის. აქ ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რადგან ორმხრივი ინტერესია, რომელიც მოითხოვს, რომ შავი ზღვა დარჩეს მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვად და ამით გადავდივარ უკრაინაზე.

უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისთვის. ის არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და ასევე არსებობს ძალიან ახლო კავშირები ჩვენს ხალხებს შორის. ეს ომი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, ეს აგრესია, რომელიც რუსეთიდან მოდის, უფრო ახლოსაა ჩვენს გულთან, რადგან ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც საქართველომ წარსულში გამოიარა. მე ვახსენე მე-19 საუკუნე, მაგრამ ასევე, იყო 1921 წელი და 1992-1993 წლები. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როდესაც რუსეთი მხარს უჭერდა არა მარტო სეპარატისტულ მოძრაობებს, არამედ უშუალოდ ერეოდა კონფლიქტში. ძალიან ცოტამ თუ იცის ის, რომ საქართველო ომს, 13 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, მარტო იბრძოდა. მხარდასაჭერად არავინ მოსულა. იმ დროს გარე პოლიტიკური მხარდაჭერაც კი არ იყო.

საქართველო არ იყო კარგად ცნობილი, იყო იზოლირებული და რა თქმა უნდა, რუსეთი არ იყო ცნობილი იმ სახით როგორითაც დღესაა ცნობილი. ამიტომ ყველა ფიქრობდა, რომ ,,ეს იყო ერთ-ერთი სეპარატისტული მოძრაობათაგანი. ეს შიდა საკითხია ამიტომ მივცეთ მათ საშუალება თვითონ იპოვონ გამოსავალი.’’ ამავე დროს, ისინი არ აკვირდებოდნენ რუსეთის საჰაერო და საზღვაო იერიშებს, რაც ერთდროულად ხდებოდა.

საბოლოოდ, 2008 წლის ომსაც არ მოჰყოლია დიდი რეაქცია მსოფლიოს მხრიდან. იყო ჩვენი ბალტიელი და პოლონელი მეგობრების პოლიტიკური მხარდაჭერა, მაგრამ რეალური პირდაპირი მხარდაჭერა არ იყო და იმ დროს, აშშ-ის პრეზიდენტი და რუსეთის პრეზიდენტი ოლიმპიურ თამაშებზე იმყოფებოდნენ და როგორც ჩანს, ეს მათ დიალოგს ნამდვილად არ უშლიდა ხელს. არსებობს იმის განცდა, რომ ჩვენ ჩვენი წილი გავიღეთ. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში, მოსახლეობისა და პირადად ჩემი და ბევრი ლიდერის სოლიდარობა ერთიანია.

ჩვენი მთლიანი ტერიტორიის 20%  ოკუპირებულია, სადაც დღეს ორი უზარმაზარი რუსული ბაზაა, რომელიც ცოტათი შემცირდა უკრაინაში ომის გამო. რუსებს მოუწიათ შეიარაღების და სამხედრო ნაწილების გადაყვანა, თუმცა რუსული ძალები კვლავ დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რჩებიან. არამხოლოდ დედაქალაქიდან, არამედ მთავარი მაგისტრალიდანაც, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აკავშირებს, კიდევ უფრო ახლოს არიან სტრატეგიულ ინფრასტრუქტურასთან - გაზსადენებთან. ასე რომ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უკიდურესი მოწყვლადობაა, რომელსაც ჩვენ ვიცით, რომ უნდა გავუმკლავდეთ. მიუხედავად ამისა, საქართვლომ დიდი გამძლეობა აჩვენა, რადგან  ოკუპაცია ეს მხოლოდ ფაქტი არაა, ეს საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურობაა, რადგან ყოველდღე ჩვენ ვიგებთ, რომ რუსები მოვიდნენ და გადმოწიეს საოკუპაციო ხაზი, რომელიც არაა საზღვარი, მაგრამ მისი გადაკვეთა არ შეიძლება ქართველებისთვის. მათ დღეგამოშვებით აჰყავთ მძევლები. ისინი კეტავენ გამშვებ პუნქტებს, რათა ოჯახებმა ჩვენი მხრიდან არ მიიღონ ჯანმრთელობისათვის საჭირო დახმარება, არ წავიდნენ საავადმყოფოებში, ან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებსაც ჩვენ ვაძლევთ, რათა შევინარჩუნოთ კავშირი ჩვენი მოსახლეობის ორივე ნაწილთან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დიდ დაძაბულობას ქმნის, მაგრამ ამან ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალი საქართველოს კურსი ვერანაირი გზით ვერ შეცვალა. წელიწადში ორჯერ ჩვენ გვაქვს ნატოს სამხედრო წვრთნები, რომლებიც ნატოს ან შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით იმართება.

ჩვენ შეგვიძლია მორალურად დავუჭიროთ მხარი, იმას, რამაც ნამდვილად ყველა პროგნოზი და ვარაუდი დაამარცხა. ვფიქრობ, მთავარი გაკვეთილი, რაც რუსეთმა უნდა გამოიტანოს მის მიერ დაწყებული ომიდან, არის ის, რომ დღეს რუსეთს აღარ ესმის გარესამყაროსი, აღარ ესმის მეზობლების. დარწმუნებული ვარ, როცა რუსეთმა წამოიწყო ეს აგრესია, ძალიან ფსიქოლოგიური გზით დაიწყო, რომ კიევის წინააღმდეგ ტანკების გადაყვანა მიემართა.

დარწმუნებული ვარ, პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინას ჰყავს ეს ახალგაზრდა პრეზიდენტი, რომელიც ვერ გაუძლებდა უკიდურეს ზეწოლას და მართლაც უკიდურესი ზეწოლაა მის ქვეყანაში შეჭრისა და ყოველდღე დაბობვის ყურება. თუმცა მან ამას გაუძლო და ესაა პირველი სიურპრიზი.

მეორე სიურპრიზი: ევროპელები არ მოიქცნენ ისე, როგორც საქართველოს შემთხვევაში. რუსებს რომ ეთქვათ, გარკვეული მიზეზები უნდა ჰქონდეთ, შესაძლოა, ეს არის რუსეთის ტერიტორია, როგორც ამას აკეთებდნენ ყირიმის შემთხვევაში, ან რომ ეთქვათ: ,,ჩვენ გვაქვს გარკვეული ეკონომიკური ინტერესები და ეს ეკონომიკა არის ის, რაც გვაკავშირებს რუსეთთან და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს კავშირები, რადგან ეს არის ის, რაც ამშვიდებს რუსეთს’’, ეს იდეა დიდი ხანი არსებობდა დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებში.

კიდევ ერთხელ, პუტინი შეცდა ამაშიც, რადგან, ამჯერად ევროკავშირმა მტკიცე გადაწყვეტილებები მიიღო. გაანალიზა, რომ ვერ დარჩებოდა რუსეთზე ენერგეტიკულად დამოკიდებული და სხვა პოლიტიკური დამოკიდებულებებით. ეს ფართო კონსენსუსის საგანი გახდა. გადაწყვეტილების მიღებისას განსხვავებული მოსაზრებები იყო, თუმცა, საერთო ჯამში, ევროკავშირს ერთობა შენარჩუნდა და მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი იყო ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ერთიანობა. ალბათ, პუტინის ვარაუდი ან იმედი იყო, რომ იქნებოდა უთანხმოება და არ იქნებოდა ერთიანი ფრონტი. ეს ფრონტი ერთიანი დარჩა.

კიდევ ერთი არასწორი გათვლა იყო უკრაინის მოსახლეობაზე, რომ ისინი გარკვეული პერიოდის მერე სხვანაირად შეხედავდნენ ამ ძალიან დრამატულ, ტრაგიკულ ომს, რომელსაც დიდი შედეგები აქვს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე და აუმხედრდებოდნენ მთავრობას, შეიქმნებოდა შიდა განხეთქილება. ეს ასევე, არ მოხდა და ჩვენ ძალიან ერთიანი და მამაცი მოსახლეობა ვიხილეთ, რომელიც ამ წინააღმდეგობაში იღებს მონაწილეობას.

კიდევ ერთი არასწორი გათვლა არის ის, რომ ალბათ, რუსეთი იმედოვნებდა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როგორც ხდება მედიაში, დასავლური მედია დაივიწყებდა ამ ომს და ყოველდღიურ ამბებში მე-2, მე-3 და მე-4 ადგილზე გადავიდოდა. ამ მხრივ, რუსეთზე ზეწოლა სულ უფრო და უფრო ნაკლები იქნებოდა. ესეც ასე არ მოხდა.

ამიტომ, ჩემი აზრით, პუტინმა უკვე წააგო ომი. დღეს ისინი გადავიდნენ მობილიზაციაზე და წინა ხაზზე მიჰყავთ ის ხალხი, რომლებიც არ არიან მზად და არ არიან კარგად აღჭურვილნი. ისინი იყენებენ უმცირესობებს უფრო მეტად ვიდრე მოსახლეობას ცენტრალური რუსეთიდან და მოსკოვიდან. ისინი მათ საზარბაზნე ხორცად იყენებენ.

რა მოხდება შემდეგ, როგორ შეეხება ეს საქართველოს? სად უნდა ვიყოთ ჩვენ?

ორი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული თვალსაზრისით, და ეს არ წარმოადგენს სუფთად პოლიტიკურ კრიტერიუმს, რომელსაც ევროკაშირი აქამდე იყენებდა:

1.    პირველი, რისიც მე მჯერა, მე ერთ-ერთი კრიტიკოსი ვარ საქართველოში შიდა რეფორმების ნაკლებობის და სწორი მიმართულებისაკენ ენერგიული მოძრაობის საკითხზე. ნათელია, რომ ჩვენ არ ვართ იდეალურები, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოს არ შეუძლია მეორე უარი მიიღოს კანდიდატის სტატუსზე. ჩვენ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ, რადგან ეს წარმოადგენს სტრატეგიულ გზავნილს რუსეთისთვის. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს ნაცრისფერი ხაზი, სუსტი რგოლი, სადაც რუსეთი შეძლებს თავისი ძალის გამოყენებას უკრაინაში მიღებული დამცირების შემდეგ. ასე რომ, ეს ქვეყანა ასევე, არის ამ სივრცის ნაწილი, რომელიც მომავალში ევროპული სივრცე გახდება, და რომელიც ახლა არაა დაცული მე-5 მუხლით. ჩვენ ახლახანს ვნახეთ ბოლო მოვლენები, თუ როგორი მნიშვნელოვანია მე-5 მუხლი. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთისთვის ეს მნიშვნელოვანია და მან იცის, რომ ეს არ გამოვა და ისინი ამას არ გარისკავენ. მაგრამ, არის სხვა სივრცე, სადაც რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ვეღარ მოიქცევა ისე, როგორც ის ადრე იქცეოდა საქართველოში და როგორც ის დღეს იქცევა უკრაინაში, ეს სივრცე ასევე მოიცავს მოლდოვას. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - ჩვენ ყვალამ ვიცით რომ კანდიდატის სტატუსი არ ნიშნავს გზის დასასრულს. ქვეყნისთვის პირობების შესრულება გახდება უფრო კონკრეტული და უფრო მომთხოვნი კანდიდატის სტატუსის შემდეგ, სანამ ჩვენ გავუდგებით იმ გზას, რომელიც არავინ იცის, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება, მაგრამ ეს იქნება იმედის მესიჯი და აღიარების გზავნილი მოსახლეობისთვის, ვინც ამ ორიენტაციას უჭერდა მხარს მთელი ამ ხნის განმავლობაში და გზავნილი რუსეთისთვის, რომ მეორე ნაწილი თითქმის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პირველი.

2.    მეორე მესიჯი, რომელიც მინდა, რომ დაგიტოვოთ ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში დაიწყო უდიდესი გლობალური ომია, რომელიც იმ კონტინენტზე გვაქვს, სადაც ითქვა, და ითვლებოდა, რომ ამგვარი ომი აღარასოდეს აღარ მოხდებოდა. იმისთვის, რომ ეს შეჩერდეს, აბსოლუტური აუცილებლობაა, რომ როცა დადგება სამშვიდობო მოლაპარაკებების  დრო და ეს დროც მოვა. არ ვიცი ეს ახლა მოხდება თუ გვიან და რა თქმა უნდა, ეს საკითხი უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, რადგან მათ სისხლის ფასი გადაიხადეს იმისათვის, რომ თქვან - როდის და როგორ უნდათ აღიდგინონ თავიანთი ტერიტორიების სუვერენიტეტი. დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზელენსკიმაც თქვა აქ, ამ ოთახში, რომ ის თავის ტერიტორიებზე რუსეთთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. ევროპის მომავლის სტაბილურობისათვის უმნიშვნელოვანესია, რომ მას რაღაც ფორმით ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობები ნორმალურ რუსეთთან. ამისთვის აუცილებელია, რომ რუსეთი დარჩეს თავის საზღვრებში. პირველ რიგში, უნდა მოხდეს მისი საზღვრების აღქმა და ასიმილირება, ეს საზღვრები ხანდახან არ შეიძლება მოიცავდეს ყირიმს, ხანდახან საქართველოს ნაწილს და ხანდახან სხვა ტერიტორიებს. პრაქტიკულად, რუსეთი ყველა მეზობლთან იბრძოდა ზოგჯერ პატარა, ზოგჯერ უფრო დიდი მიწისთვის. ეს ნიშნავს, რომ სრული გაურკვევლობაა, მათ შორის, რუსეთის მოსახლეობაში, თუ სად არის რუსეთი. ეს არაფორმალური ფორმა, რომელიც დაიწყებს გარშემო წარმოუდგენელ ომებს, რადგან არ იცის სად გაჩერდეს.

ამიტომ, შემდეგი მოლაპარაკებები უნდა იყოს გლობალური მოლაპარაკებები, მან უნდა მოიცვას რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია და ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ თუ რა იქნება რეალობა. ამაზე ბევრი საუბარი იყო, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ დავიწყოთ ფიქრი ახალ ევროპულ არქიტექტურაზე - უსაფრთხოების, თანამშრომლობის, დიალოგისა და სხვა ყველა მიმართულებითრაც შემდეგ გზას უხსნის ყველაფერს, რადგან ეს ხსნის გზაა, იმისათვის, რომ რუსეთი გახდეს ნორმალური. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთის ნორმალურად გარდაქმნას, რომელშიც უკრაინამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მაშინ ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება. რუსეთი, როგორმე გადახარშავს ამ მარცხს და როგორც კი შეძლებს თავიდან დაიწყებს თავისი ძალის დემონსტრირებას.

ვფიქრობ, ჩვენ გადამწყვეტ პერიოდში ვართ, დროში, როდესაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ - რა გვინდა. როდესაც ვამბობ ,,ჩვენვგულისხმობ მთელ ევროპულ სამეზობლოს და რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ რუსეთთან შეგვიძლია ცხოვრება.

დიდი მადლობა!"