საქართველოს პრეზიდენტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ორბელიანების სასახლეში, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტმა ელჩთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა.