მოხარულები ვართ თქვენი სტუმრობით. თქვენ ხართ 2018 წელს არჩეული საქართველოს პრეზიდენტი. ვინც არ იცის, თქვენ სრულყოფილად ფლობთ ფრანგულ ენას, რადგან დაიბადეთ საფრანგეთში, გაიზარდეთ საფრანგეთში, მაგრამ ამავდროულად ქართულ კულტურაში. გქონდათ დიპლომატის დიდი კარიერა და შემდეგ დაბრუნდით ქვეყანაში, სადაც დათანხმდით პოლიტიკურ თანამდებობას, იყავით მინისტრი და დღეს ხართ პრეზიდენტი პოლიტიკურად სპეციფიურ სიტუაციაში, რადგან თქვენი პრემიერ-მინისტრი არის პრორუსი მაშინ, როდესაც თქვენთვის მთავარი გამოწვევა ევროპასთან დაახლოებაა.
სწორედ ესაა თქვენი აქ ყოფნის მიზეზი, ამაზე ვისაუბრებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოხდება თუ არა რამდენიმე თვეში საქართველოს სტატუსის შეცვლა ევროკავშირთან მიმართებაში? მაგრამ ჯერ მინდა კითხვა დაგისვათ. საუბარში მონაწილეობისთვის გზავიე ჯიაკომეი და პოლ ლანგეტიც აქ არიან; პირველი შეკითხვა ეხება პირს, რომელიც ძალიან აინტერესებთ აქ, საფრანგეთში - ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ციხეშია. გვაქვს შემაშფოთებელი კადრები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მან ციხეში 50 კილო დაიკლო: ზოგიერთი ფიქრობს, რომ ის შეიძლება დაიღუპოს ციხეში, თუ არ მოხდება მისი გათავისუფლება. თქვენ გაქვთ შეწყალების უფლება, ეს თქვენი ერთ-ერთი საპრეზიდენტო პრეროგატივაა. რატომ არ იყენებთ მას ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ, რომელიც დღეს ციხეშია?
მე არ გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე, რადგან მე პრინციპულად არ ვპასუხობ შეკითხვას შეწყალების უფლების გამოყენებაზე ნებისმიერ პირთან მიმართებაში. მე შეწყალების შესახებ აურაცხელი რაოდენობის მოთხოვნებს ვიღებ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, ზოგიერთი ცნობილი პირია, ზოგი არა. მე რომ დავიწყო ახსნა თუ რატომ ვაკეთებ, ან არ ვაკეთებ ამას, ეს ჩემი დისკრეციული უფლება აღარ იქნება. ახსნის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეწყალების უფლება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეზღუდულია განსაკუთრებული გარემოებებით, რის გამოც მე მას ვერ განვახორციელებ. ვიზიარებ შეხედულებას, რომ პრეზიდენტი, რომელიც ციხეშია და რომელმაც დანაშაულებები ჩაიდინა, ბრალი მიუძღვის, მას უნდა მოექცნენ ისე, როგორც ყოფილ პრეზიდენტს და მის ჯანმრთელობას უნდა მოუფრთხილდნენ. იყო მრავალი შემოთავაზება, რომ ჩამოსულიყო უცხოელ ექიმთა ჯგუფი. ამ საკითხზე მე თვითონ ვესაუბრე მთავრობას; მიმაჩნია, ეს ძალიან კარგი იქნება, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაიფანტოს ეჭვები იმის შესახებ, რომ შეგნებულად ხორციელდება მის მიმართ ცუდი მოპყრობა. ჩვენ ეს საუბარი გვაქვს და ეს საუბარი უნდა გაგრძელდეს და იმედი მაქვს, რომ ის შედეგამდე მივა, რადგან საქართველოს ინტერესებში არ არის ის კადრები, რომლების თქვენ ახლა აჩვენეთ. ეს არ შეესაბამება ქვეყნის იმ სახეს, რომელიც ჩვენ გვინდა და შეგვიძლია ვაჩვენოთ. ამიტომ ყველაფერი აუცილებელი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ პრეზიდენტს ციხეში რაიმე არ მოუვიდეს. პრეზიდენტები ციხეში საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოში, მაგრამ მათ კორექტულად უნდა მოვეპყროთ.
თქვენ არ გსურთ პასუხი გასცეთ შეკითხვას შეწყალებასთან დაკავშირებით, მაგრამ ციხეში ფატალური შედეგი რომ დადგეს, გავბედავ და ვიტყვი, რომ გარდაიცვალოს...
ვფიქრობ, რომ არ უნდა....მე არ მსურს...
ჯერჯერობით არ უნდა ვინერვიულოთ?
ყოველ შემთხვევაში, ის ზედამხედველობის ქვეშაა, მათ შორის ჩემი და დიპლომატიური კორპუსის. მას ყველა ყურადღებას აქცევს. ის კერძო კლინიკაშია, კავშირზე ვართ მის მკურნალ ექიმებთან. მას ჰქონდა 350, ზუსტად არ მახსოვს რიცხვი, ვიზიტი გასულ წელს, მისი დედა მუდმივად მასთანაა, შეუძლია მისი მიღება. შემაშფოთებელია, რომ მან ამდენი კილოგრამი დაკარგა; შემაშფოთებელია, რომ ის კიდევ ციხეშია, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ზედმეტად დრამატიზებაა საჭირო და კიდევ ერთხელ, მე პირველი ვარ ვინც ფიქრობს, რომ ყველ ზომა უნდა იყოს მიღებული, რათა არაფერი მოხდეს.
საქართველოს იმიჯისთვისაც ეს ძალიან დასანანი იქნებოდა. თქვენ მნიშვნელოვან პასუხს ელოდებით საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებასთან დაკავშირებით. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
იმიტომ რომ ეს ოდითგანვე საქართველოს გზაა. განსაკუთრებით, საქართველოს მეორე დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, რადგან ჩვენ დამოუკიდებლები ვიყავით როგორც რესპუბლიკა გასული საუკუნის დასაწყისში და რუსეთმა პირველად დაიპყრო [ქვეყანა] როგორც საბჭოთა რუსეთმა, შემდეგ კიდევ რამდენჯერმე და 1991 წლის დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, ევროპასთან დაახლოება საქართველოს მხრიდან მუდმივი ძიება და შემდეგ უკვე, ევროპაში გაწევრიანებაა, რაც წარმოუდგენელი ჩანდა, დღეს კი, ხელმისაწვდომია. ეს ნამდვილად ყველა ქართველის მისწრაფებაა, რომელიც ევროპაში მოდის. ჩვენ ძალიან დიდი მიგრაცია გვაქვს ევროპაში, ჩვენი ახალგაზრდები მოდიან ევროპაში სასწავლებლად. საქართველო უნდა შევიდეს ევროპაში და ევროპა უფრო მეტად უნდა შემოვიდეს საქართველოში.
გზავიეს, პოლს აქვთ შეკითხვები, მაგრამ მანამდე... რა მოხდება საქართველოში, ეს ასე რომ არ მოხდეს? რამდენიმე თვეში ეს დაახლოება რომ ვერ შედგეს. რა შედეგები იქნება თქვენთვის?
ძალიან მძიმე შედეგები იქნება. მე არ მინდა ამ ჰიპოთეზის წარმოდგენა, მაგრამ შედეგები ძალიან მძიმე იქნება. ჩვენ გვყავს, ერთი მხრივ, რუსეთი, რომელიც თვალყურს ადევნებს თუ რა ხდება, ის აგებს ომს უკრაინაში. მან უკვე წააგო, დრო, რომელიც გავიდა და ყველა შეცდომა რომელიც იქნა დაშვებული, ეს რუსეთისთვის წაგებული ომია. უნდა გავიგოთ და ვაღიაროთ, რომ რუსეთმა ეს ომი წააგო. და რადგან რუსეთმა წააგო ეს ომი, მას შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება არა ახალი ომის წამოწყების, მას საამისოდ არც შინაგანი შეკავება და არც საშუალებები აქვს, არამედ წამოიწყოს ის თამაში, რაც მან ყოველთვის იცოდა. რუსეთის პრეზიდენტი კაგებე-ს ყოფილი წევრია. რას აკეთებს კაგებე-ს ყოფილი წევრი? ფსიქოლოგიურ ომს აწარმოებს. ეს რუსეთისთვის ძალიან ადვილია, რადგან მას აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, მას საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. ხდება ხალხის გატაცება, ფულის მეშვეობით შესაძლებელია ამა თუ იმ პირების დარწმუნება სოციალური ქსელებით, კიბერ შეტევებით. მე რუსეთის მხრიდან, სამი კვირის წინ, მასიური შეტევის მსხვერპლი გავხდი. გუშინ რუსეთის ,, პირველ არხზე“ ჩემზე განსაკუთრებულად კრიტიკული გადაცემა გავიდა, კრიტიკაც არაა სწორი სიტყვა. რუსეთი იყენებს ამ ყველა ელემენტს, მაგრამ ერთ რამეს ვერ გამოიყენებს, საქართველო არასოდეს იქნება პრორუსული. თქვენ ახსენეთ რომ პრემიერ - მინისტრი პრორუსია. მე არავის ვიცავ, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოში პრორუსი არავინაა. შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით, შიშით, მოცემულ მომენტში, შიდაპოლიტიკური მიზეზებით, თამაშობენ კარტებით, რომლებიც რაღაცას მოუტანთ... ეს ყველაფერი არის, ფუნდამენტურად - პრორუსი არა.
ქართველების 80 პროცენტს ევროპული მისწრაფებები აქვთ. თქვენ ამბობდით, რომ არ არის პრორუსები...
89 პროცენტი.. დემონსტრაციების შემდეგ.
89, ჩემი რიცხვები არ არის ზუსტი. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია. არიან პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც უფრო მოსკოვისკენ იხრებიან... მათ სურდათ იმ კანონის შემოღება, რომელსაც თქვენ დაუპირისპირდით. კანონი გავლენის აგენტებზე, რომელსაც თქვენს ქვეყანაში ,,რუსული კანონი“ შეარქვეს. ვხედავთ, რომ ქართველებმა თავიანთი მანიფესტაციებით ხელისუფლებას უკან დაახევინეს ამ რუსული ჩარევისგან. როგორ ახსნით ამას?
დიახ. ეს არ იყო რუსული ჩარევა, ეს მთავრობამ შეგნებულად გააკეთა. ეს იყო პრაქტიკულად რუსული კანონის ასლი, მაგრამ სწორედ აქ ვხედავთ ამ ბუნდოვნებას. კანონის მიზანი არ იყო რუსეთს დავმსგავსებოდით, არამედ უზრუნველეყოთ მომდევნო არჩევნებზე მამოძრავებელი ძალის საქმიანობის შეზღუდვა. დღეს ოპოზიცია, ნაწილობრივ ყოფილი პრეზიდენტის გამო, ძალიან დაყოფილია, ძალიან დასუსტებულია და მამოძრავებელი ძალა არჩევნებზე სამოქალაქო სექტორია - არასამთავრობო ორგანიზაციები. თუ გვსურს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ზედამხედველობის ქვეშ იყვნენ, ნაკლებად დამოუკიდებელნი, ნაკლებად დაფინანსებული, ნაკლებად ძლიერნი, ვიღებთ რუსული კანონის მოდელს. ამის თქმა მინდა. ეს ძალაუფლებაში დარჩენისა და ცუდი მოდელის გადმოტანის ნაზავია, მაგრამ ეს არ ხდის ქვეყანას და არც პოლიტიკურ პირებს პრორუსებს იმ გაგებით, როგორი გაგებითაც ესმით ზოგ სხვა ქვეყანაში, სადაც ნამდვილად არის შინაგანი ძმობა, გაგება. აქ არა, ჩვენ გვაქვს ორსაუკუნიანი პერმანენტული დაპყრობა სხვადასხვა ფორმებით და არავინაა გულწრფელად და შინაგანად პრორუსი.
ვნახეთ რომ მანიფესტაციებმა უკან დაახევინა ხელისუფლებას. ასევე, ვნახეთ, რომ ახლახან იყო მანიფესტაციები, რომლებიც სხვა ასპექტს ეხებოდა. პოლ ….
დიახ, რუსეთს...
ქალბატონო პრეზიდენტო, გვინდა გიჩვენოთ პრეზიდენტ პუტინისა და პოლონელის პრეზიდენტის განცხადებები და გზავიერ, მინდა, რომ ჯერ ვნახოთ გასული კვირის კადრები, როდესაც ათობით ქართველი თბილისის აეროპორტის წინ, რუსული რეისის თვითმფრინავის დაშვებას აპროტესტებდა, რომელიც 2009 წლის შემდეგ პირველად ჩამოფრინდა თქვენს დედაქალაქში. ბანერებზე ვხედავთ წარწერებს «თქვენ არ ხართ სასურველი სტუმრები» და «რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა» - რუსეთის პრეზიდენტის რეაქცია. « რეაქციამ, რომელიც ამას მოჰყვა, მე განმაცვიფრა. ვფიქრობდი, რომ ყველა მადლობას მეტყოდა, მაგრამ ამის სანაცვლოდ, არის სრულიად გაუგებარი აფორიაქება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ძალიან უცნაური და გულწრფელად რომ გითხრათ, მოულოდნელია; როდესაც ამას ვუყურებ, ჩემს თავს ვეკითხები, ხომ არ გაგიჟდნენ. ეს სრულიად მოკლებულია აზრს».
საინტერესო ისაა, რომ აღადგინეს ფრენები. მე ეს აქტიურად გავაპროტესტე, მათ შორის, ქართულმა კომპანიამ, ოღონდ არა ეროვნულმა, კერძო კომპანიამ, რომელსაც მას შემდეგ მე ბოიკოტი გამოვუცხადე. ისინი ვერ ახერხებენ თვითმფრინავების შევსებას, რადგან რუსეთში მცხოვრები ქართველები, ისინი, რომლებიც მუდმივად იქ ცხოვრობენ, მათ უპირველეს ყოვლისა, იციან, რომ ბევრი სხვა გზითაც შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში. თურქეთით, სომხეთით, მათ არ სჭირდებათ... უფრო ადვილია პირდაპირი ფრენებით, მაგრამ ისინიც ასევე შოკში არიან. ამბობენ, რომ არ სურთ ისარგებლონ ამ «საჩუქრით» პუტინის მხრიდან, რომელიც მიმართულია შიდა არეულობის გაღვივებისკენ.
მოწამლული საჩუქარია...
დიახ.
რა დოზითაა გულწრფელი ვლადიმერ პუტინი, როდესაც ამბობს, რომ გაკვირვებულია. ფიქრობთ, რომ მართლა ასეა, გარკვეულწილად, რეალობის უარყოფაშია, თუ იტყუება?
გულწრფელობა და პუტინი... ეს ორი სიტყვა ერთად არ გამოიყენება. არა, ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური მანიპულაციის ნაწილია, სადაც მან თითქოსდა საჩუქარი გაგვიკეთა და შემდეგ გაუკვირდა, რომ არ გაგვიხარდა ეს საჩუქარი, ქართველები უმადურები არიან. ეს ყველაფერი დიდი თამაშია, როგორც გითხარით, ეს ფსიქოლოგიური ომია, ერთი მხრივ, საჩუქარია, მეორე მხრივ, მუქარა. უკრაინაში ომის დაწყებიდან საქართველოში 80 000 რუსია და ასე თუ ისე, კარგად მიმდინარეობს ყველაფერი, რაც მაინც საოცარია ქვეყნისთვის, რომელიც ოკუპირებულია და 80 000 რუსს იღებს, მაგრამ ისინი ძირითადად ახალგაზრდა, განსხვავებული რუსები არიან
ისინი ომს გამოექცნენ...
დიახ, ომს გამოექცნენ, ისინი დიდი ანტიპუტინისტები არ არიან. რუსები ამბობენ, რომ აკვირდებიან მათ ირგვლივ ქვეყნებს, თუ როგორ ექცევიან იქ მათ თანამემამულეებს, და ვიცით, რომ ეს რუსული დაპყრობის დიდი დოქტრინაა, «თუ ცუდად ექცევით რუსულენოვანებს თქვენთან, ეს უფლებას გვაძლევს, ჩავერიოთ მათ დასაცავად».
ეს გააკეთეს 2008 წელს?
ეს ,,ჯოხისა და სტაფილოს პოლიტიკაა“. გემუქრებით, თან პატარა საჩუქარს გიკეთებთ. მაგრამ ფუნდამენტურად, ეს არ მოქმედებს.
მინდა გკითხოთ პოლონელი პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადების შესახებ, რომელიც LCI-ზე გავიდა პარასკევს, და რაც «პრავდას» განუცხადა დღეს. «ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინმა ომი წააგო და რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანება მისი დამარცხებაა. მრავალი წლის განმავლობაში, ფინელი ხალხი ნეიტრალიტეტზე უარის თქმის შესახებ ყოყმანობდა. ქალბატონებო და ბატონებო, ამბობს თქვენი პოლონელი კოლეგა, ვლადიმერ პუტინს არანაირი ომი არ წაუგია»
რას ნიშნავს ვლადიმერ პუტინს ომი არ წაუგია?
პოლონელი პრეზიდენტი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინს არასდროს წაუგია ომი
აქამდე...
დიახ. ფიქრობთ, რომ ამ ომს აგებს?
მან უკვე წააგო.
უკვე წააგო?
როგორ ახსნით, რომ თუნდაც რუსული სამხედრო იერარქია, რომელსაც უთხრეს - კიევს ავიღებთ 5 დღეში, მოვახდენთ უკრაინის დენაციფიკაციას. იდეა იყო რომ ტანკების კოლონები, თუ გახსოვთ უკრაინაში ომის პირველ დღეებში 30 კილომეტრიანი ტანკების კოლონა მიდიოდა კიევისკენ, რომ ეს გააქცევდა ახალგაზრდა პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც წინააღმდეგობას ვერ გასწევდა. ესაა პუტინის ომის კონცეფცია. ეს იყო არა სამხედრო, არამედ ფსიქოლოგიური ომი, რომელიც მან თავის სამხედროებს აწარმოებინა. ყოველ 3 თვეში, ხელმძღვანელობას ცვლიან, უკვე 4 ჯერ შეცვალა.
პოლონელი პრეზიდენტის სიტყვები ნიშნავს გაფრთხილებას, რომ მას (პუტინს) კიდევ დიდი მარაგები აქვს. მან ასევე, თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტანკები ძველია, ისინი 40 თუ 50 ტონას იწონის და თავიანთ გზაზე ყველაფერს ანადგურებენ. ანუ, ჩვენ სათანადო შეფასებას არ ვაკეთებთ?
ცხადია. მე ძალიან კარგად მესმის დუდასი. არ უნდა მოდუნდეს უკრაინის მხარდაჭერა, არ უნდა ვთქვათ, რომ მათ (რუსებმა) უკვე წააგეს, მეტი არაფერი არ უნდა გავაკეთოთ, ყველაფერი კარგადაა. მაგრამ რეალურად, პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად მან ეს ომი წააგო, ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია. ფინეთი და შვედეთი უერთდება ნატოს, ევროპა არ დაიყო, ევროპა და აშშ არ დაიყვნენ, ზამთარმა არ დაახევინა უკან ევროპულ შეხედულებებს. ეს ყველაფერი დამარცხებებია, ერთი, ორი, სამი, ოთხი, რამდენია საჭირო იმისათვის, რომ რუსეთმა ... რუსეთი არ არის ნორმალური ქვეყანა, ნორმალურ ქვეყანაში ის უკვე ჩამოგდებული იქნებოდა.
რუსეთი უდავოდ არანორმალური ქვეყანაა, რომელიც ასევე არ მოეშვა საქართველოს. ქუჩის მანიფესტაციებმა მოახერხეს ამ კანონის გაუქმება. თქვენ ფიქრობთ, რომ დესტაბილიზაციისაგან დაცულები ხართ? დღევანდელ პრემიერ -მინისტრს შეუძლია თქვენ მოგცეთ გარანტია, რომ არ იქნება სხვა დესტაბილიზაცია?
ვერავინ ვერ მოგვცემს გარანტიას. ერთადერთი გარანტია იმისა, რომ არ იქნება რუსეთის მიერ ორგანიზებული დესტაბილიზაცია საქართველოს მოსახლეობაა, რომელიც არ დაუშვებს...
მასზე არ მოქმედებს ფსიქოლოგიური ომი?
ნაკლებად. მას აქვს რეზიზსტენტულობა, რომელიც არ აქვს ბევრ ევროპულ მოსახლეობას, რადგან საქართველოს მოსახლეობამ 70 წელი იცხოვრა საბჭოთა პროპაგანდისა და ფსიქოლოგიური მანიპულაციის ქვეშ.
და თქვენ ოცნებობთ ევროპაზე ორი საუკუნეა..
მეტიც. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს წინააღმდეგობის გაწევის ძალა. ეს არის ქვეყანა, რომელმაც 26 საუკუნის განმავლობაში, გაუძლო ბევრ იმპერიას და არ დაკარგა საკუთარი რელიგია, მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული, არ დაკარგა თავისი ენა, მაშინ როდესაც ეს სულ პატარა ქვეყანაა. რეზისტენციის უნარი საქართველოში ძალიან დიდია.
2008 წელს თქვენი ქვეყანა პირველი იყო ამ გარემოებებში, რომელსაც რუსული ჯარი დაესხა თავს და მიემართებოდა თბილისისკენ...
1992 და 1993 წელსაც.
მე ბოლო ეპიზოდზე ვისაუბრებ, უკრაინამდე. დაახლოებით იგივე სიტუაციაა. დღეს თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ეს საფრთხის შემცველია საქართველოსთვის? თქვენ იმედი გაქვთ, რომ ერთ დღეს დაიბრუნებთ ამ ტერიტორიებს?
დიახ, და ვფიქრობ, რომ არასდროს ვყოფილვართ ასე მზად. არასდროს ვყოფილვართ ევროპასთან და გამოსავალთან ასე ახლოს. ეს ომი, რომელიც ჩემის აზრით, უკვე წაგებულია და რაღაც მომენტში გადაიზრდება მოლაპარაკებებში, რომელსაც უკრაინელები გადაწყვეტენ. და ეს მოლაპარაკებები დასრულდება მხოლოდ უკრაინის სუვერენობის აღდგენით მთელს თავის ტერიტორიაზე და ამ მომენტში, და ამას ვეუბნები მე ყველა ჩემს კოლეგას, რომ ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელშიც საქართველოს ექნება, ან არ ექნება საკუთარი ადგილი, მე არ ვიცი, ის ამას არ იმსახურებს ამ კონფლიქტში მონაწილეობის მხრივ, მაგრამ აუცილებელია, რომ რუსეთი იძულებული გახდეს დათანხმდეს - აღარ მოახდინოს მისი მეზობლების ტერიტორიების ოკუპაცია. იქნება ეს საქართველო, მოლდოვა თუ უკრაინა. ხშირად ამბობენ კურილიაზეც...
დნესპრისპირეთი... ემატება სხვა რესპუბლიკებიც...
თუ რუსეთი დაიტოვებს ერთ ტერიტორიას, რომელიც მას არ ეკუთვნის, 5, 10, 15 წლის შემდეგ, თქვენ მეტყვით, რატომ ვერ მივხვდით დროულად, რა უნდა გაგვეკეთებინა. იცოდეთ, რომ ახლა წყდება ეს.
თქვენ ამას ამბობთ ტელევიზიაში, LCI -ზე, გმადლობთ, რომ აქ ხართ, მიუხედავად ამისა, გვახსენდება, რომ თქვენ 2005 წელს მოლაპარაკება აწარმოეთ სერგეი ლავროვთან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ, ეს დიდი ხნის წინ, თითქმის 20 წლის წინ იყო. დღეს კიდევ გაქვთ პირდაპირი ურთიერთობა რუსებთან?
არა.
საერთოდ აღარ?
რუსეთსა და საქართველოს შორის აღარ არის დიპლომატიური ურთიერთობები.
არც არაოფიციალური, არანაირი კონტაქტი აღარ გაქვთ მათთან?
არანაირი.
ბოლო შეკითხვა, რა კავშირი გაქვთ დღეს საფრანგეთთან?
მე სანახევროდ ჩემთან (ჩემს ქვეყანაში) ვარ. მე აღარ მაქვს ფრანგული პასპორტი, ყოველთვის ძალიან ბედნიერი ვარ პარიზში ჩამოსვლით, მე უარი უნდა მეთქვა ფრანგულ მოქალაქეობაზე, როდესაც პრეზიდენტი გავხდი. ეს ნორმალურია, არ შეიძლება გქონდეს ორმაგი მოქალაქეობა, თუმცა მე ბევრი ვიბრძოლე, რომ ორმაგი მოქალაქეობა მომეპოვებინა ჩემი თანამოქალაქეებისათვის, რადგან მე მიმაჩნია, რომ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ასევე არიან საფრანგეთის, გერმანიის თუ ბელგიის მოქალაქეები, ეს ერთ-ერთი კავშირია ევროპასთან და ეს კავშირი კიდევ უფრო გვაახლოებს.
დიდი მადლობა, რომ მობრძანდით ჩვენთან, ქალბატონო პრეზიდენტო.