საქართველოს პრეზიდენტი იმის შესახებ, თუ როგორ მდგომარეობაშია მისი ქვეყანა უკრაინის ომიდან ერთი წლის შემდეგ
ერთი წლის წინ, 2022 წლის მარტში, როდესაც უკრაინის ომი დაიწყო და საშინელი სისასტიკეების შემთხვევები დაფიქსირდა, მე თბილისში, საქართველოში გავემგზავრე. საქართველო პატარა ქვეყანაა, ევროპის პირას, უკრაინიდან შავი ზღვის გაღმა, რომელსაც განსაკუთრებით რთული ურთიერთობები აქვს მის ჩრდილოეთ მეზობელთან, რუსეთთან.
„ჩვენ გეოსტრატეგიულად ისეთ ადგილას ვართ, რომელიც რუსეთისგან მუდმივ ზეწოლას განიცდის“ ,- ეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. და სხვა თუ არაფერი, ეს თავშეკავებულად გამოთქმული აზრია. საქართველოს რუსეთის შეჭრის საკუთარი ისტორია აქვს. მეტიც, ჩვენი ვიზიტისას ვნახეთ რუსი ჯარისკაცების პატრულირება. 2008 წლის თავდასხმის შემდეგ მათ საქართველოს 20% კვლავ ოკუპირებული აქვთ.
როდესაც ერთი წლის წინ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და მე ვისაუბრეთ თბილისში მის ოფისში, პრეზიდენტის სასახლეში, ჩვენ ის გამოწვევები განვიხილეთ, რომელსაც მის ქვეყანას უკრაინის ომი უქმნის.
„მაგრამ ასევე, პოზიტიურ მხარეს, რადგან ახალი შესაძლებლობების ფანჯრებია, რომლებიც იხსნება და რადგან ჩვენ განსხვავებულ სამყაროში ვიცხოვრებთ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს წარმოდგენილი, რათა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რისი შესაძლებლობაც იქნება“. .
დღეს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ნიუ იორკშია, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება.. “All Things Considered-ში“.
გმადლობთ.
თქვენი აზრით, როგორ მიდის ომი უკრაინაში, რადგან ბევრმა დასავლელმა ლიდერმა იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთი უკრაინას რამდენიმე დღეში, ან კვირაში აიღებდა და აი, ერთი წელია, უკრაინა უკან არ იხევს, მაგრამ არც რუსეთი..
ვფიქრობ, რომ ამ ტრაგიკულ ომში უკრაინამ გამძლეობის წარმოუდგენელი უნარი აჩვენა. რა თქმა უნდა, ამის ფასი ძალიან მაღალია, რაც რუსეთმა გამოსძალა უკრაინას, თუმცა მან მაინც ვერ მიაღწია ომის ვერცერთ მიზანს, უკრაინამ დაამტკიცა, რომ 21-ე საუკუნეში რუსეთი არ არის ის ყოვლისშემძლე იმპერია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო, მას არ აქვს მოსახლეობის მხარდაჭერა, ეს უკრაინამ აჩვენა.
მეორე მხრივ, უკან დახევის ნიშნები არ ჩანს. ძნელია იმის დანახვა, როგორ იგებს ან აგებს რომელიმე მხარე. პირდაპირ რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ერთი წლის შემდეგ მე და თქვენ კვლავ გვქონდეს ეს საუბარი?
დიახ, ეს შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ უკრაინა არ აგებს, ის იმარჯვებს. თუ გავიხსენებთ საქართველოში 2008 წლის 5 დღიან ომს, რუსეთი ბევრად უფრო შემტევი იყო სხვა პარტნიორებთან მიმართებით, დღეს რუსეთი მართლაც იზოლირებულია და მთავარი ცვლილება, რომელიც ალბათ ჩანს, არის ის, რომ ახლა ყველას ესმის, როგორია რუსეთი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა არავის სჯერა, რომ რუსეთს შეუძლია გააკეთოს ის, რაც მას სურს. შეიძლება მათ არ მოახდინონ რეაგირება, მაგრამ ჩვენ ვნახეთ საქართველოში რუსების ძალიან დიდი რაოდენობა, რომლებმაც დატოვეს რუსეთი, რადგან ისინი ამ ტიპის რეჟიმს აღარ უჭერენ მხარს.
დავუბრუნდეთ თქვენს ქვეყანას. როცა გასულ წელს მითხარით, საშინელი ომის მიუხედავად, თქვენ დაინახეთ შესაძლებლობები თქვენი ქვეყნისთვის. ერთ-ერთი, რაც თქვენ მაგალითად ახსენეთ, არის ის, რომ საქართველომ ახლახან ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა. რა მდგომარეობაა ამასთან დაკავშირებით?
უნდა ითქვას, რომ ეს შესაძლებლობები უკრაინამ, ამ ომმა და ამ გამძლეობამ გახსნა. ჩვენ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და ეს დიდი იმედგაცრუებაა საქართველოს მოსახლეობისთვის.
დიდი იმედგაცრუება, ასე აღწერდით...
დიდი იმედგაცრუება, რომელსაც არ შეუცვლია ქართველი ხალხის უდრეკი მხარდაჭერა და ეს მთავარია.
მაგრამ რეალურად, რამდენად ოპტიმისტურად ხართ განწყობილი ევროკავშირთან თუ ნატოსტან დაკავშირებით? როცა ერთი წლის წინ გნახეთ, თქვენ ისეთი იმედი გქონდათ, რომ შესაძლოა, რაღაცები შეცვლილიყო და ერთი წლის შემდეგ, როგორც ჩანს ეს ასე არ მოხდა.
ვფიქრობ, ძალიან შეიცვალა. ის ფაქტი, რომ ასოცირებული ტრიოს ორმა პარტნიორმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, როცა ერთ დროს ხალხი ამბობდა - „ოჰ, საქართველო ვერასოდეს მიიღებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკას, ვერასოდეს იქნება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი“, რაც გაცილებით დაბალი ნაბიჯი იყო. ასე რომ, ყოველ ნაბიჯზე ჩნდებოდა ეჭვი, რომ საქართველო უფრო შორს ვერ წავიდოდა. ასე რომ, მე სრულიად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. არ ვიცი, თარიღები როგორ იქნება, მაგრამ ერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ არის საქართველოს მოსახლეობის მედეგობა და სწორედ ამის იმედი მაქვს.
როდესაც ერთი წლის წინ თქვენს ქვეყანაში ვიყავი, ჩვენ ათასობით ლტოლვილი ვნახეთ, რომლებიც უკრაინიდან ჩამოდიოდნენ და ომს აფარებდნენ თავს. ასევე, რუსეთიდან ბევრი რუსი შემოვიდა, რომლებსაც სურდათ თავიანთი ქვეყნიდან გაქცევა. როგორ შეცვალა ომმა საქართველო ერთ წელში?
ჩვენ ვნახეთ რაღაც, რაც საქართველოსთვის არც თუ ისე ახალია, რაც საუკუნეების მანძილზე იყო ცნობილი, რადგან [საქართველო] სხვადასხვა იმპერიის თუ ოკუპაციის სამიზნე. ასე რომ, ჩვენ ლტოლვილები ან მოსახლეობა გარედან [სხვა ქვეყნებიდან] ყოველთვის გვყავდა, რომლებიც ამ პატარა ქვეყანაში, საქართველოში ცხოვრობდნენ. ერთი წელია გვყავს უკრაინელი ლტოლვილები, ასევე რუსი ლტოლვილები, რომლებიც იმ ქართველებთან ერთად ცხოვრობენ, რომელთა ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ამ თემებს შორის მნიშვნელოვანი ინციდენტი არ მომხდარა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეიცვალა თუ არა [საქართველო]?, ასე არ ვიტყოდი.
რაც შეეხება უფრო დიდ სურათს? ამ ომის დაწყებისას ბევრი კითხვა გაჩნდა იმის შესახებ, შეცვლიდა თუ არა ეს მსოფლიო წესრიგს, წესრიგს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. როგორ ფიქრობთ, შეცვალა?
ვფიქრობ, რომ სრულებით შეცვალა. ევროკავშირი აღარაა ის ევროკავშირი, რომელსაც ადრე ეჭვი ეპარებოდა, შეეძლო თუ არა ჰქონოდა რეალური თავდაცვის სტრატეგია. ის ფაქტი, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ფინეთი ან შვედეთი, ახლა ნატოში გაწევრიანებას ცდილობენ, უზარმაზარი ცვლილებაა. ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ასეთ სტრატეგიულ საკითხებზე, ვფიქრობ, არასდროს ყოფილა გასულ წლებში ისე ახლოს, როგორც დღეს.
ასე რომ, ვფიქრობ, დიახ, უკრაინის ომის შედეგად ახალი გეოპოლიტიკური სურათი შეიქმნა, რომელიც ჩვენს მომავალს განსაზღვრავს. და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ამ საზოგადოების ნაწილი. როგორი ფორმაც არ უნდა იყოს.
Ბოლო შეკითხვა. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ აქ, შეერთებულ შტატებში ხართ, თქვენ აქ ამერიკელ ოფიციალურ პირებს ხვდებით, რა არის თქვენი სურვილი, რა გსურთ იცოდნენ ამერიკელებმა, როცა თქვენი ქვეყნის მართვას და უკრაინის მხარდაჭერისკენ სწრაფვას განაგრძობთ?
ვფიქრობ, რაც მინდა, ეს არის საქართველოს გამოცდილების გაზიარება, რომელიც, როგორც ვთქვი, რუსეთთან საუკუნოვანი გამოცდილებაა. ახლა დასავლეთი რეალურად აღმოჩენის ზღვარზეა - რა არის რუსეთი, თუ რუსებმა და რუსეთის ხელმძღვანელობამ ვერ გაიგეს, რომ რაც მათია მათია და რაც არ არის - არა, მაშინ ის ვერ გახდება საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი და ეს იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებების საგანი, როდესაც ისინი დაიწყება.
ეს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილია, რომელიც დღეს ნიუ იორკს სტუმრობს. დიდი მადლობა.
დიდი მადლობა და შეხვედრამდე!
შეხვედრამდე!