სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირში გაწევრიანება ნებისმიერ ფასად
„2024 წელს აღარ ვიყრი კენჭს, მაგრამ იმ დროში, რაც დამრჩა, მინდა ყველაფერი გავაკეთო, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისათვის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალი Le Figaro თბილისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე, მიიღო.
სწორედ საქართველოში, 2008 წელს გაიმართა რუსეთის პოსტიმპერიული შეჭრის პროექტის გენერალური რეპეტიცია. ჩრდილოეთის ორი, რუსულენოვანი რეგიონი პუტინის ტანკებმა შთანთქა. ისინი თბილისიდან 40 კილომეტრში გაჩერდნენ. იმ დროს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ზელენსკის მიხეილ სააკაშვილი ეწოდებოდა. დღეს საქართველოს დედაქალაქი აღარ არის მოსკოვის საფრთხის ქვეშ, თუმცა გაწვევისგან თავის დასაღწევად 100 000-მდე რუსი დეზერტირი კვეთს [საქართველოს] საზღვარს, რაც უკიდურეს დაძაბულობას იწვევს ამ პატარა, 3.5 მილიონიან ქვეყანაში, რომლის არჩევანიც დიდი ხანია, გამოკითხვებით დასტურდება, რომ ევროატლანტიკურია.
70 წლის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 2018 წელს, ექვსი წლით აირჩიეს პრეზიდენტად, სამუშაო კაბინეტში გვხვდება. მას თავისი მანდატის ბოლო ორ წელი დარჩა. შეზღუდულია მოკრძალებული პოზიციით ქართულ პოლიტიკურ თამაშში, რომელიც ახლა საპარლამენტოა. პრეზიდენტს სჯერა, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია, მოიპოვოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების უფლება თავისი ქვეყნისთვის.
გასულ წელს კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა, მაგრამ არა საქართველოს. ,,უარი არ გვითხრეს, თუმცა მოგვიწევს რამდენიმე პუნქტის გაუმჯობესება. უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი ჩვენ აღარ გვეწინააღმდეგებიან გეოგრაფიულ დისტანციის არგუმენტით. ეს არგუმენტი, ევროპული პერსპექტივის მოპოვებით, დღევანდელ დღეს დახურულია“.
პროევროპული მოსახლეობა
ურალის ზევით, საქართველო, რომელიც დაფარულია სამლოცველოებითა და მონასტრებით, თავს ყოველთვის ქრისტიანული ევროპის წინა ხაზთან მიიჩნევდა, სომხეთის მსგავსად; საქმე იქამდეც მივიდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი თავის კონსტიტუციაში ჩაწერა. „მოსახლეობა პროევროპულია, თუმცა, რა თქმა უნდა, მას ესმის სიფრთხილე რუსული დათვის მიმართ. დღეს არ არსებობს ახალგაზრდა ქართველი, რომელიც სასწავლებლად მოსკოვში წავა“,- აღნიშნავს იგი და ხაზს უსვამს იმას, რომ ფსიქოლოგიურ ომში, რუსების ნიჭის მიუხედავად, „წარუმატებლობა განიცადა ყველაფერში, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა“.
მაგრამ, არსებობს მრავალი დაბრკოლება თბილისისათვის ევროპული დაცვის გაფართოებამდე. შიდა კუთხით, ქართული დემოკრატია მოდელი არ არის. ბევრი დამკვირვებელი თვლის, რომ უმრავლესობის ძალაუფლება, [ვლადიმერ პუტინის გარემოცვასთან კარგ დამოკიდებულებაში მყოფ] ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გავლენით აკეთებს რაც შეუძლია იმისათვის, რომ ქვეყანა ევროპის წევრობის კრიტერიუმების შესაბამისობაში არ მოიყვანოს.
„უკრაინამ სამართლიანად მიიღო თავისი მოთხოვნა დაჩქარებულ წევრობაზე და ჩვენ ვცდილობდით მათ კვალდაკვალ გავყოლოდით, მაგრამ ეს გასაგები იყო, რომ კანონის უზენაესობის გარანტიებს გვთხოვდნენ, რისი განხორციელებაც უკრაინას ომის გამო არ შეეძლო“, - აღიარებს პრეზიდენტი. გარანტიები, რომლის შესრულებაც პარლამენტს შეიძლება არ სურდეს. „აქ პოლიტიკური თამაში ძალიან კომპლექსურია და პოზიციები ძალიან პოლარიზებული“, - აღიარებს პრეზიდენტი, რომელიც უნდა დაკომპლექტდეს პრემიერ-მინისტრთან, რომელმაც ოფიციალურად არ დაგმო შეჭრა რუსული.
ევროპის უარის რისკი
ქალბატონმა ზურაბიშვილმა კარგად იცის ქართული ორმაგი თამაშის სირთულეები. იგი თავისი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში როგორც საფრანგეთის ელჩი 2003 წელს შევიდა, სანამ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდებოდა, რომლის წინააღმდეგაც შემდეგ შებრუნდა. ,,მართალია, მისი პირველი მანდატი (2003-2008) მნიშვნელოვანი რეფორმების პერიოდი იყო, მეორე მანდატი (2008-2013) ავტორიტარიზმისკენ გადაიხარა. ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ [სააკაშვილი] (2021-ში) ციხეში გადაიყვანეს, მაგრამ მისმა ჯანმრთელობის პრობლემებმა კერძო კლინიკაში, მეთვალყურეობის ქვეშ, მისი გადაყვანა გაამართლა, დაკავება ნორმალურია, თუმცა მის მიმართ გაკეთებული განცხადებები ხშირად გადაჭარბებულია“, - ამბობს იგი.
მისი დიპლომატიური მიზანი ძალიან ახლოს არის სააკაშვილის მიზანთან: ევროპის არჩევა რუსეთის საპირისპიროდ. ,,მე აღარ ვიყრი კენჭს 2024 წელს, მაგრამ იმ დროში, რაც დამრჩა, მინდა ყველაფერი გავაკეთო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად“. ეს პუტინის პირისპირ მყოფი ამ პაწაწინა ქვეყნის მიზანია. „უარის შემთხვევაში, ეს მოსკოვს გაუგზავნის სიგნალს, რომ საქართველო რუხი ზონაა. ეს იქნება ცდუნება მათთვის, რომ სამხედრო ინიციატივები, ან პოლიტიკური აგიტაცია წამოიწყონ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო იქნება“, - ასკვნის დიპლომატი პრეზიდენტი.