ქართული წონასწორობა მოსკოვსა და ბრიუსელს შორის
შეხვედრა: უკრაინაში ომის რვა თვენახევრის თავზე საქართველოს პრეზიდენტი JDD-ს თავის ანალიზსა და იმედებს უზიარებს.
სახელმწიფო მეთაურსაც აქვს შეცდომის უფლება. ერთ წელზე ცოტა მეტი იქნება, რაც JDD-ს ჰქონდა ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან და ის რუსეთთან დიალოგს ემხრობოდა, მიიჩნევდა რომ მხოლოდ სანქციები არ იყო საკმარისი, საჭირო იყო მოსკოვისთვის ,,წინადადების შეთავაზება.“ ამ კვირაში პარიზში ,,მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად დაბრუნებული პრეზიდენტი ამ განვლილ ინდულგენციაზე იღიმის: ,,მცდარი შეფასება,“ - აღიარებს ის. გულუბრყვილო ხედვა? - ,,ვცდებოდით, როცა ვფიქრობდით, რომ შეგვძლო რუსეთი საერთაშორისო თამაშის წესებზე დაგვეთანხმებინა,“ - გვიმხელს ის.
წარსულში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატი, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა თავისი ქვეყნის პრეზიდენტობისათვის დათმო, საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ ვლადიმერ პუტინს [რომელთანაც მას არასდროს უსაუბრია] შეუძლია ძალის ბოროტად გამოყენება თავისი მიზნების მისაღწევად. 2008 წელს საქართველომ საფასური გადაიხადა, როდესაც რუსეთის შემოჭრის შედეგად ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული ,,რესპუბლიკები” ანუ ტერიტორიის 20% ოკუპირება მოხდა. ,,მას შემდეგ, განმარტავს მეთაური, ჩვენ ვიმყოფებით კვაზიომის ვითარებაში, რუსული არმია დედაქალაქიდან 40 კილომეტრშია და ჯარის მუდმივი მოძრაობაა.“
24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამ, 3.7 მილიონი კავკასიის პატარა რესპუბლიკაში ცოტათი უფრო გაზარდა ზეწოლა. საფრთხე დღეს არის ,,უფრო მძიმე, უფრო პირდაპირი“-განმარტავს სახლემწიფოს მეთაური. მაისში სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულმა მთავრობამ რუსეთთან მიერთების რეფერენდუმის ორგანიზება გამოაცხადა. ეს გეგმა მიატოვეს, თუმცა ეს აჩვენებს, რომ თბილისი კრემლის რადარების ქვეშ რჩება. ,,საქმე ძირითადად ფსიქოლოგიურ წნეხს ეხებოდა, თუმცა პრობლემა რუსეთთან ისაა, რომ არ არსებობს რაციონალური გადაწყვეტილებების სისტემა - ხაზს უსვამს სახელმწიფოს მერთაური. ეს ჰგავს ატომური იარაღის გამოყენების მუქარას, გამორიცხული არაფერია.“
ამასობაში, ქვეყანას კონფლიქტის ბიძგები შეეხო. თებერვლიდან, მის ტერიტორიაზე დაახლოებით, 700 000 რუსი შემოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მათგან 600 000 სხვაგან გადავიდა და ამ წამოსულთა უმრავლესობა არაა ვლადიმერ პუტინის მომხრე, დესტაბილიზაციის რისკი რეალურია. ამავდროულად, 24 თებერვლიდან 2 800 ქართველი მოხალისე უკრაინული ძალების გვერდით დადგა. მიუხედავად ამისა, საქართველოს სახელმწიფო მათ მხარდაჭერაში ფრთხილია, იმ რისკით, რომ არ გამოჩნდეს როგორც თანამებრძოლები.
ასე რომ, საქართველო იხლიჩება: უერთდება დასავლეთის პოზიციებს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევით და სანქციების მხარდაჭერით, მიუხედავად იმისა, რომ მას ზოგჯერ მოსკოვისათვის [სანქციების] თავის არიდების ხელშეწყობაში ადანაშაულებენ, ზრუნავს, რომ არ განარისხოს რუსული დათვი, რომელთანაც 700 კილომეტრიანი საზღვარი აქვს. კონფლიქტის შემთხვევაში, საქართველოს არმია, (40 000 კაცი თუ ეყოლება), ნამდვილად არ იქნებოდა განსახილველი. ,,ჩვენ არ გვაქვს არც ადამიანური და არც მატერიალური რესურსი, როგორც უკრაინას, არც მისი სტრატეგიული სიღრმე“, - ხაზს უსვამს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტისათვის, არ არსებობს ამ სტრუქტურული სისუსტისაგან თავის დაღწევის გზა, გარდა ერთისა: ევროკავშირი. ივნისის ბოლოს, ბრიუსელმა საქართველის კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრა, მაშინ, როცა მისცა სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას. ,,მოსახლეობისათვის, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა ევროპის მომხრეა, ეს ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო, - სინანულით ამბობს მმართველი. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ კიევი წინ გადის, შემდგომ მოდლოვა.“
ფაქტი ფაქტად რჩება, ოცდაშვიდი (ქვეყნის) გადაწყვეტილება და ფორმულირებული გამოწვევები - ოლიგარქიის, კორუფციის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისათვის საჭირო რეფორმების ნაკლებობისა და მედიათავისუფლების წილი იმდენად არ იყო მიმართული ქართველი ხალხისა და პრეზიდენტის მიმართ, რამდენადაც ხელისუფლების მიმართ, რომელსაც ,,ქართული ოცნება” მართავს, პარტია, რომლის ევროპისადმი ერთგულება ჯერ კიდევ დასამტკიცებელია. ამ ბოლო თვეებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ ჩქარობდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, რეკომენდაციების შესრულებას, რათა წერტილი დაესვა ქვეყანაში მარადიული პოლიტიკური კრიზისისათვის. მან თავი მეტად წარმოაჩინა ავტორიტარული გადახვევით და მოსკოვისადმი კეთილგანწყობით. ამ პოზიციონირებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი გახლეჩვა კრემლის მიმართ მტკიცედ მტრულად განწყობილ სალომე ზურაბიშვილთან.
დღეს, ძველი დიპლომატი, სიტუაციის განმუხტვის მიზნით განმარტავს კრემლის მიმართ აღმასრულებელი ხელისუფლების ,,სიფრთხილეს“. ის ასევე ირწმუნება, რომ ,,ბრიუსელის გაკვეთილი გაგონილ იქნა,“ და პარლამენტმა ,,12 რეკომენდაციის თითქმის ნახევარმა წინ წაიწია“.
ქვეყნის მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად ბრიუსელის სხვა მიდგომაზე, ის ამბობს, რომ ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ამჟამად პატიმრობაშია და რომლის ჯანმრთელობის მდგომაროება არასტაბილურია, ,,შესაძლოა, გადავადდეს მისი პატიმრობა, რათა საშუალება მიეცეს სამკურნალოდ წავიდეს იმ ქვეყანაში, რომელიც მის მისაღებად მზადაა“.
ამგვარად, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი თავის გადაწყვეტილებას დაუბრუნდება ,,მომავალ, 2023 წელს“. ,,საქართველოს მეორედ არ უნდა გაუცრუვდეს იმედი, - აფრთხილებს ის“. უმთავრესად, რუსეთს არ უნდა მიეცეს იმის ფიქრის საშუალება, რომ კავკასიაში არსებობს სუსტი რგოლი, სადაც ის შეძლებს აჩვენოს, რომ არ არის ისეთი სუსტი“.