ინტერვიუ Newsmax-თან

საქართველოს პრეზიდენტი: პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას ,,სრულად ვერ გამოვრიცხავთ“

ჯონ გიზი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნაკლებსავარაუდოდ მიაჩნია, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინასთან ომში  ბირთვული იარაღის გამოიყენება. მან ეს მოსაზრება Newsmax-თან პარასკევს დილით განუცხადა და აღნიშნა, რომ შესაძლებლობას სრულად ვერ გამოვრიცხავს.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვაშინგტონში გარდაცვლილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვისა და კონგრესის წევრებთან მოსალაპარაკებლად იმყოფებოდა.

ე.წ. „პუტინის ომის“ ღია კრიტიკოსმა, საქართველოს პრეზიდენტმა ძალაუფლების მქონე რუსის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ განაცხადა: „დარწმუნებული არ ვარ, რომ ის ამაზე წასასვლელად მზად იქნება“. თუმცა ის მსგავსი შემთხვევის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, რადგან მისი სიტყვებით, „ჩვენ ვერ ვიმედოვნებთ, რომ ის ძალიან რაციონალური იქნება.“ 

„არ მგონია, რომ [პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება] შესაძლებელია“, - თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, „მაგრამ შესაძლებლობას სრულად ვერ გამოვრიცხავთ“.

რაც შეეხება სხვა სამიზნეზე პუტინის შესაძლო თავდასხმას, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ძალაუფლების მქონე რუსი „უფრო მეტად ნერვებზე თამაშობს“ ვიდრე დიდ შეტევას გეგმავს სხვა მეზობელ სახელმწიფოზე, როგორიცა მოლდოვა - ან საკუთარი ქვეყანა, საქართველოა. „იმის გამო, რომ სრული კონცენტრაცია უკრაინაზეა“, - გვითხრა საქართველოს პრეზიდენტმა, - „არ მგონია, რომ [რუსები] სხვა ფრონტზეც გადავიდენ“.

როგორც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განმარტა, ეს მას ჯერა, „იმ არსებითი მხარდაჭერიდან გამომდინარე, რომელსაც აშშ უკრაინას უწევს. მინდა ამერიკელი ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებს მივესალმო. მაგრამ მოლდოვასა და საქართველოზე თავდასხმის სცენარი მაინც შესაძლებელია, ვინაიდან „ეს ორი ქვეყანა, არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრობით არ არიან დაცულნი“,- თქვა მან. 

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, „ეს ორი ქვეყანა უფრო მყიფეა. ისინი პატარა ქვეყნები არიან ნაკლები რესურსით.... „განსხვავებული ქვეყანა განსხვავებული რესურსებით. ტერიტორია ძალიან განსხვავებულია და ქართველები, ალბათ, იმ სახის წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ [როგორსაც უკრაინა ახერხებს] და ეს რუსებმა ალბათ კარგად იციან“.

მან ასევე აღნიშნა, რომ „მოლდოვა ძალიან ბევრი ლტოლვილით კიდე უფრო მყიფეა. ჩვენ გვყავს 30,000 და მათ, დაახლოებით, 100 000. ეს პატარა ქვეყანაა უზარმაზარი ტვირთით“.  

„რუსეთმა ძალიან კარგად იცის ამით როგორ ითამაშოს“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. „პირველი მაისისთვის, [მოლდოვას] შესაძლოა, შეუწყდეს ელექტროენერგია და გაზი, რადგან ის დნესტრისპირეთიდან [მოლდოვას სეპარატისტული რეგიონიდან, რომელიც მსოფლიოს დიდი ნაწილის მიერ არაა აღიარებული] მოდის და რომელსაც რუსეთი აკონტროლებს“.

„მათ ახალი კონტრაქტი უნდა გააფორმონ და რუსეთი ახალ პირობებს უყენებს, რითაც მეტ ზეწოლას ახდენს“.

 

ეს ისაა, რასაც მე ნერვების ბრძოლას ვუწოდებ “, - თქვა მან. 

სხვა სიახლეები