ინტერვიუ DW News-თან

 

ინტერვიუ DW News-თან

საქართველო განსაკუთრებულ ადგილზე მდებარეობს, როდესაც ვუყურებთ იქ არსებულ მდგომაროებას და მდგომარეობას უკრაინაში... არის საქართველოს ნაწილები, რომლებიც...

ოკუპირებულია.

...ფაქტობრივად ოკუპირებულია

ფაქტობრივად არა. ოკუპირებულია. ორი სამხედრო ბაზით ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

მაგრამ, როგორია საქართველოს ხედვა, როდესაც უკრაინას ვუყურებთ, არის მსგავსების განცდა და იმის შეგრძნება, რომ საქართველო შესაძლოა, შემდეგი იყოს?

არის სოლიდარობის განცდა. არის განცდა, რომ იგივე ისტორია გვაქვს, რადგან ჩვენ იგივე  გამოვიარეთ რუსეთის იმპერიიდან, საბჭოთა კავშირამდე და დღეს, რუსეთამდე. ჩვენ ზუსტად იგივე გამოვცადეთ. ჩვენი ტერიტორიების ნაწილი უკვე ოკუპირებულია და ჩვენ უკვე გვქონდა ეს გამოცდილება. ასე რომ, დომინანტურია სავარაუდოდ, არა შიში, არამედ სოლიდარობა! საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად გრძნობს, რომ თავდასხმის ქვეშ იმყოფება ,,მისი მეორე მე“ და იმედით უყურებს უკრაინის მიერ გაწეულ წინააღმდეგობას, სრულ ერთობას, იმას, თუ როგორ შეძლო ევროპასა და ამერიკაში ყველა პარტნიორის მხარდაჭერის მოპოვება. ასე რომ, ჩვენ ამას ნამდვილად აღფრთოვანებით ვუმზერთ.

თქვენ მრავალი მოწოდება გააკეთეთ იმისათვის, რომ საქართველოს მიმართ მეტი მხარდაჭერა და მეტი ყურადღება მოსაპოვებინათ. ეს მხარდაჭერა სამხედრო მიმართულებას: წვრთნებს და იარაღს გულისხმობს? ეს ერთ-ერთი ასპექტია?

ვფიქრობ ჩვენ.. ყოველთვის შეგვიძლია გვქონდეს მეტი თავდაცვითი იარაღი, რადგან მხოლოდ ესაა, რაც საქართველო შეუძლია. თუმცა, ჩვენ საკმაოდ ბევრი წვრთნა ჩავატარეთ. ჩვენ გვქონდა ნატო-ს წვრთნები სულ რაღაც ორი თვის წინ. წვრთნები გვქონდა უშუალოდ ადგილზე, როდესაც ქართველი ჯარისკაცები საკმაო რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი, გერმანიასთან ერთად, ავღანეთში. ნატო ჩვენ ნამდვილად განგვიხილავს ინტეგრაციის პოლიტიკის ერთ-ერთ კარგ მოსწავლედ. ასე რომ, რაც გვჭირდება, ორივე - ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის უფრო სწრაფი და საიმედო გზაა, რადგან აქ ვხედავთ ჩვენს მაქსიმალურ უსაფრთოხებას. ჩვენი საბოლოო უსაფრთხოება ვერ იქნება ომში, რადგან ვერასდროს შევძლებთ რუსეთთან ომის მოგებას. 

საქართველოს მოსახლეობა უკრაინის მიმართ დიდ სოლიდარობას გამოხატავს, მაგრამ არსებობს გარკვეული უკმაყოფილება, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა, არ გააკეთა საკმარისი, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ეჩვენებინა. თქვენ ძალიან მკაფიოდ საუბრობდით და აჩვენეთ უკრაინისადმი სოლიდარობა. ხელისუფლება საკმარისს აკეთებს და უსმენს რასაც ხალხი ითხოვს?

უკრაინელები ზოგჯერ მეტს და მეტს ითხოვენ თავისი პარტნიორებისგან, არა მხოლოდ საქართველოსგან. მათ ჰქონდათ გარკვეული უხეში სიტყვები სხვადასხვა პარტნიორის მიმართ, მათ შორის, როდესაც ბლინკენი ჩადიოდა (უთხრეს) ,,ნუ წამოიღებთ შოკოლადებს, წამოიღეთ იარაღი“. ასე რომ, დიახ, მათ ასევე სურთ იარაღი მიიღონ საქართველოსგან, საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი. ეს ყველაფერი შეუძლებელია. ასე რომ, ვფიქრობ, ხელისუფლება უბრალოდ მეტად რეალისტია იმის მიმართ, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ ეტაპზე, როცა მისი ორი ტერიტორია ოკუპირებულია და მათგან ერთ-ერთი ახლა რუსეთთან შეერთების რეფერენდუმზე საუბრობს. ნათელია, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ბევრი საშუალება არ გვაქვს და არავინ იქნება მზად  საქართველოს იმავენაირად მხარდასაჭერად. მაგრამ ეს არცერთი მიმართულებით არ ცვლის ჩვენი სოლიდარობის ხარისხს.

ხალხი ხელისუფლების კრიტიკისას ამბობს, რომ შესაძლოა, ის (ხელისუფლება) სრულად არ მონაწილეობს სანქციებში და პოზიცია, შესაძლოა ცოტა ამბივალენტური იყო. თქვენ ასე არ თვლით?

ლექსიკაში შესაძლოა, იყო მცირე ამბივალენტურობა. ისევ, იმიტომ, რომ ზედმეტად პროვოკაციული არ ყოფილიყო. თუმცა რეალურად, საქართველო სრულად იცავს სანქციებს და ახლა, ქვეყნის შიგნით ეკონომიკაზე, ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვან მხარეზე ვხედავთ მის ეფექტს. ჩვენ ყველა საერთაშორისო სანქციას სრულად  ვიზიარებთ. ასე რომ, რასაც მთავრობა ამბობდა ისაა, რომ ჩვენ არ ვამატებთ უკვე არსებულს ეროვნულ სანქციებს, რომლებსაც ვიცავთ და ზოგჯერ ვიცავთ ზედმეტადაც... ჩვენ არ ვამატებთ ეროვნულ სანქციებს, მაგრამ კარგად არ ვიცით, რა შეიძლება ყოფილიყო დამატებითი ეროვნული სანქციები, რისი დაწესებაც საქართველოს  რუსეთისთვის შეეძლო. ვფიქრობ, საზოგადოებრივი აზრიც ასეთია.

ანუ, ეს იმ ფრთიხილ ხაზზე გავლაა, რომელიც საქართველოს მიერ რუსეთის არგაღიზიანებას გულისხმობს?

მე-5 მუხლის დაცვისა და ევროპული სოლიდარობის მქონე ბევრი დასავლური ქვეყანა, მრავალი წლის განმავლობაში აკეთებს ამას. ასე რომ, მე არ ვფიქრობ, რომ ამას ვინმე არ უნდა მოელოდეს ისეთი ქვეყნისგან, რომელიც ფრონტის ხაზზეა და არცერთი ეს დაცვა არ აქვს. მხოლოდ ორი ასეთი ქვეყანაა, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ, მოლდოვა და საქართველო. ყველა დანარჩენი, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და საზღვრისპირა ქვეყნები დაცულები არიან, როგორც ბევრჯერ აღვნიშნეთ მე-5 მუხლით.

საქართველომ ოფიციალური განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. რა მნიშვნელობა ექნებოდა ქვეყანა რომ უერთდებოდეს კავშირს?

რომ- არა! ვფიქრობ, ეს ახლა რეალობადქცეული გზაა. უკრაინისა და უკრაინაში ომის დამსახურებით ევროპელმა ლიდერებმა დაინახეს, რომ გზა, რომელსაც ისინი აქამდე გვთავაზობდნენ - ეს გრძელვადიანი პერსპექტივა, რომელიც ორივე - ნატოსა და ევროკავშირის კუთხით ძალიან ხანგრძლივი იყო, არ აძლევდათ ამ ქვეყნებს მათ ნაწილად ყოფნის განცდას, რასაც ამ წლების შემდეგ ვიმსახურებთ.

ასე რომ, ამ ქვეყნებისათვის მხარდაჭერის ჩვენების ერთ-ერთი გზა ამ საფრთხისა და აგრესიის წინააღმდეგ, მათი შემოერთებაა. ვფიქრობ, ახლა  ხდება ამის გააზრება.

გერმანიამ თქვა, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს ამ პროცესში, მაგრამ წარსულში, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ნატოში სწრაფად გაწევრიანებას გერმანია დიდად არ ემხრობოდა. გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებს უფრო ადრე ხომ არ უნდა ემოქმედათ საქართველოს ამ მცდელობების მხარდასაჭერად?

ვიტყოდი კი. მაგრამ, დიდად იმედისმომცემია, რომ ისინი ახლა შეიცვალნენ. ასე რომ, დღევანდელი მხარდაჭერით უფრო დაინტერესებული ვარ, ვიდრე წარსულის ანალიზით. ვფიქრობ, შესანიშნავია, ის გზა, რითიც გერმანია განვითარდა ევროპისა და უკრაინის მხარდაჭერის ხედვაში, მის ძალიან პირდაპირ მხარდაჭერაშიც კი. და ეს ჩვენ დიდ იმედს გვაძლევს. ვფიქრობ, საკმაოდ შეიცალა საფრანგეთიც. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ორივე მიმართულებით ინტეგრაციის პროცესებისადმი ტრადიციულად, ენთუზიაზმით არ გამოირჩეოდნენ. ვფიქრობ, ასე მიიჩნევს ყველა ევროპელი ლიდერი, ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვისაც მე ვესაუბრე. უკვე გარკვეული კონსენსუსი იბადება, იმის შესახებ რომ ახალი მიდგომაა საჭირო.

არ ფიქრობთ, რომ ევროპის ქვეყნებს უფრო ადრე რომ ემოქმედათ, შესაძლოა, ზოგიერთი ქმედება, რაც ვიხილეთ, აცილებულიყო, ან ზოგიერთი ქვეყანა რეგიონში უფრო უსაფრთხოდ ყოფილიყო?

არ მიყვარს პასუხისმგებლობის ტვირთის ერთი მხარიდან მეორეზე გადატანა. დიახ, ევროპის ქვეყნებს და ამერიკას შეეძლოთ მეტის გაკეთება, შეეძლოთ უფრო ფხიზლად ყოფილიყვნენ, შეეძლოთ მეტი სიცხადე ჰქონოდათ რუსეთის შესახებ. მაგრამ, ისინი ჩვენზე ბევრად შორს მდებარეობენ, მათ არ აქვთ იგივე გამოცდილება. თუმცა, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ პასუხისმგებელი მხოლოდ ერთია და ეს რუსეთია. ჩვენ პასუხისმგებლობას თანაბრად ვერ დავაკისრებთ მათ, ვისაც საკითხების სხვაგვარად დანახვა სურდათ, სურდათ რუსეთის შეცვლის შესაძლებლობა დაეჯერათ, სჯეროდათ, რომ შეეძლოთ რაღაცის გაკეთება, ეს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს ბუნებაშია - სურდეს სხვებიც იყვნენ მსგავსნი, და თუ არ არიან, შეეცადოს, მათ შეცვლაში დაეხმაროს. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა.

მზად არის თუ არა საქართველო ევროკავშირში შესვლისთვის? გაჩნდა კითხვები სამოქალაქო უფლებების, გარკვეული დემოკრატიული თავისუფლებების არამიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით.

ნათელია, რომ ჩვენ არ შეგვისრულებია ევროკავშირში შესვლის ყველა მოთხოვნა და არ მგონია, ვინმე ამბობდეს, იმას რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ უნდა განვაგრძოთ სვლა და დავაჩქაროთ რეფორმების ტემპი, ჩვენ საკმაოდ ბევრი გავაკეთეთ და გულწრფელად, რომ ვთქვა, არ ვფიქრობ, რომ საქართველო ყველაზე ცუდი დემოკრატიული ქვეყანაა მთელს ევროკავშირში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, საიდანაც მოვდივართ და რა პირობებშიც ხდება ეს. მაგრამ, ვფიქრობ, მეტს გავაკეთებთ, როდესაც შიგნით ვიქნებით, ვიდრე გარეთ დატოვებულები, სადაც გარკვეული დროის შემდეგ, თუ ეს საკმარისად რეალურად არ გამოიყურება, იკარგება მოსახლეობის მხარდაჭერა. ასე რომ, ეს ახალი მოცემულობები ბიძგს მოგვცემს, რომ უფრო ღირებულნი ვიყოთ.

რა განწყობაა საქართველოში, ეშინია ხალხს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების, არის განცდა, რომ საქართველო შესაძლოა მყიფე იყოს რუსული პროპაგანდის მიმართ და შესაძლოა, ამან გავლენა იქონიოს ხალხის განწყობაზე?

ვფიქრობ, არსებობს გარკვეული მღელვარება იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეუძლია რუსეთს, რადგან მან ნათლად აჩვენა, რომ მას ყველაფერის გაკეთება შეუძლია. და არ არსებობს შინაგანი შეზღუდვა იმისა, რისი ცდუნებაც შესაძლოა, რუსეთს გაუჩნდეს. ასე რომ, ეს წუხილი არსებობს, რასაც შიშის კვალიფიკაციას არ მივცემდი, რადგან მრავალი ასეთი რამ გავიარეთ და არსებობს გარკვეული გამძლეობა. საზოგადოება მიჩვეულია ასეთ ქცევას, რუსული პროპაგანდით ის ცდილობს ამის გაკეთებას (გავლენის მოხდენას საზოგადოების განწყობაზე), მაგრამ საქართველო 70 წელი საბჭოთა პროპაგანდის ქვეშ ცხოვრობდა და გაუძლო ამ ძალიან ორგანიზებულ პროპაგანდას. ვფიქრობ, სწორედ ამ წარსულიდან გამომდინარე, ჩვენ უკეთ შეგვიძლია თავის დაცვა ცრუ ინფორმაციისა და პროპაგანდისაგან ვიდრე სხვა ქვეყნებს, რომლებმაც არ იციან, რას ნიშნავს სრული კონტროლისა და დამახინჯებული ინფორმაციის ქვეშ ცხოვრება.

ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა!

გმადლობთ!

 

 

სხვა სიახლეები