სტატია - HRT Vijesti

საქართველოს პრეზიდენტი: არ მჯერა, რომ პუტინი ახალ ფრონტებს გახსნის

ბრანკა სლავიცა 

რთულია მომავლის სცენარის პროგნოზირება, მაშინ როდესაც ლოგიკას ვერ ხედავ, მაგრამ მგონია, რომ რუსეთი ახალ ფრონტს არ გახსნის, რადგან მათი ძალები ამჟამად კონცენტრირებულია უკრაინაზე, აქცენტი კეთდება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილზე,საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხა მეზობელი 2008 წელს, როდესაც რუსეთმა მოიგო ხუთდღიანი ომი და აიღო კონტროლი ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე.

არაერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოში უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესავალი.

ზურაბიშვილი ვაშინგტონში ახლახან გარდაცვლილი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა და კონგრესსა და აშშ-ის დედაქალაქის პოლიტიკური ძალაუფლების სხვა ცენტრებში შეხვედრების სერიას გამართავს.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აშშ-ს ქმედებებს უკრაინის მიმართ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოცხადა დაზარალებული ქვეყნისთვის 30 მილიარდ დოლარიანი დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ.   

ამავე დროს, მას არ სურს დასავლეთმა დაივიწყოს საქართველო და მოლდოვა, ორი მყიფე სახელმწიფო, რომლებიც არ არიან ნატოსა და ევროკავშირის წევრები.  

აქართველო ესაზღვრება რუსეთს, მოლდოვა კი - უკრაინას, რუსეთის მხრიდან თავდასხმისას,საქართველომ უკრაინის მსგავსად გრძელვადიანი წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო, მოლდოვა კი, კიდევ უფრო სუსტია. ორივე ქვეყანამ მიიღო დევნილები უკრაინიდან, მოლდოვამ ასი ათასზე მეტი. 

საქართველომ 30 000-მდე ლტოლვილი მიიღო უკრაინიდან, დასავლეთის მხრიდან  ფინანსური დახმარების გარეშე. საქართველოში ასევე ჩამოვიდა 30 000-მდე საშუალო სოციალური ფენის მოქალაქე რუსეთიდან, რომლებიც თავს კარგად არ გრძნობენ თავიანთ ქვეყანაში. ესენი არიან ძირითადად ხელოვანები, IT და სხვა სპეციალისტები, რომელთა ნაწილი ევროპის სხვა ქვეყნებშია წასული,განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს.

კითხვაზე, რამდენად სერიოზულია რუსეთის პრეზიდენტის მუქარა ბირთვული იარაღით, უკრაინის ომის ამ ეტაპზე, ზურაბიშვილმა უპასუხა:

- ვლადიმერ პუტინის წარსულს რომ გადავხედოთ, ვფიქრობ, რომ ეს "ნერვების თამაში" და არა რეალური სტრატეგია, რადგან ბირთვული იარაღის გამოყენება სუიციდური სტრატეგია იქნებოდა და არ მგონია, რომ ის ამისთვის მზად არის. მეორე მხრივ, საკითხავია, იქნება თუ არა მისი საქციელი სრულიად რაციონალური, თუკი ყველაფერს დაკარგავს. ასე რომ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს სავარაუდოა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მთლიანად გამოვრიცხოთ ეს შესაძლებლობა.

 

 

 

სხვა სიახლეები