ინტერვიუ ITV-სთან

როცა დღევანდელი ვითარებას ვუყურებთ, ნამდვილად არის დაჩქარებული მოძრაობა ევროკავშირის მიმართულებით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ნატოსთან მიმათებითაც იგივე ტენდენციებია, თუ ხვალ სამიტზე არ იქნება ახალი განცხადებები და ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან მზაობა დააჩქარონ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მაგრამ,  ჩვენ ნამდვილად მზად ვართ, ჩვენ  ამისთვის ვემზადებით და მზად ვიქნებით ნებისმერი იმ მიმართულებით ამ გზის დასაჩქარებლად, რომლის მიმართაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან იქნება მზაობა.

ნათელი, რომ გავხადოთ - მღელვარება ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდანაა და არა საქართველოს მხრიდან?

მღელვარებები არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ველოდებით ნიშნებს, რომ შესაძლოა, მსგავსი დაჩქარებული პროცესები იყოს ნატოსთან მიმართებაში, როგორც ეს ევროკავშირის შემთხვევაში ვნახეთ, სადაც ევროპელმა ლიდერებმა ნათლად აჩვენეს, რომ ისინი ასოცირებულ და ალბათ, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს სხვაგვარად უყურებენ, რათა აჩვენონ, რომ წინა წლებთან შედარებით, ნაკლები პროცედურებითა და ბიუროკრატიული დაბრკოლებებით ისინი პოლიტიკურად,  ევროკავშირში მიესალმებიანარიან.  ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროცესი დაუყოვნებლივ მოხდება. თუმცა, არსებობს ახალი ღიაობა, რასაც ჩვენ შესაძლებლობების ფანჯარას ვეძახით და უდაოდ მზად ვართ გამოვიყენოთ ამ ფანჯარას.

ქალბატონო პრეზიდენტო, ძალიან მოკლედ, სანამ ახალ თემაზე გადავალთ - თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, როდის შეიძლება საქართველოს ევროკავშირის სრული ან ასოცირებული წევრობა ჰქონდეს?

თარიღებთან დაკავშირებით არანაირი დისკუსია არ ყოფილა და ნამდვილად ჩვენ არ ვართ ის მხარე, რომელსაც თარიღების შერჩევა შეუძლია. ჩვენ მოგვიწევს რეფორმების გარკვეული გზის გავლა, ეს მოთხოვნები არ შეიცვლება, მაგრამ შესაძლოა, ბიუროკრატია ოდნავ შეიცვალოს. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპელი ლიდერებისგან უნდა წამოვიდეს და დღეს ძალიან ნათელია, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა ევროპელი ლიდერების პრიორიტეტებშია. ომია, ამიტომ (ძალიან) უახლოეს მომავალში, ვფიქრობ, გარკვეულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ შეიძლება მოველოდეთ, მაგრამ პროცესის დაჩქარება ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრებთ უფრო მოკლევადიან პერიოდზე და არა წლებზე.

გარედან ნამდვილად ისე ჩანს, რომ თქვენ, როგორც პრეზიდენტი, პუტინის მიმართ უფრო კრიტიკული და სანქციებით რუსეთის დასჯის მეტად მომხრე ხართ, ვიდრე თქვენი პრემიერი. ეს ასეა?

შეიძლება განსხვავებები არსებობდეს ფორმულირებებში,  მაგრამ არ ვფიქრობ, რომ  ვინმე მოელის საქართველოსგან რუსეთის სანქციებით დასჯას, რადგან ჩვენი მხრიდან რუსეთის დასჯის საშუალებები საკმაოდ ლიმიტირებულია. როგორც თქვენ იცით, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები რუსეთთან, ჩვენ იმდენად დამოკიდებული არ ვართ რუსულ ენერგორესურსებზე - ეს დამოკიდებულება შეზღუდულია და ჩვენი მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია, ჩვენ რუსეთისგან ხორბალს ვიღებთ, მაგრამ ეს სანქციების ქვეშ არ არის და ჩვენი ფინანსური სექტორი, ჩვენი ბანკები სრულად მიყვებიან ფინანსურ სანქციებს. ჩვენ სრულებით ვდგავართ პარტნიორების გვერდით ამ მიმართულებით. ამიტომ, ვფიქრობ შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებთ. ასევე, ალბათ ჩვენი მთავარი ფასი ამ ყველაფერში ისაა, რომ ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები უკვე გვაქვს და ეს ორი ოკუპირებული ტერიტორია ჩვენთვის და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვისაც ნამდვილად შეშფოთების საგანია. მათ იციან, რომ ამის გამო საქართველოში უკიდურესი მგრძნობელობა არსებობს. რუსული სამხედრო ბაზები დედაქალაქიდან დაახლოებით, 40 კილომეტრშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო უკრაინის მიმართ სრულად სოლიდარული არ არის. ჩვენმა ქვეყნებმა ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, ერთი და იგივე ისტორია განვლეს, ჯერ რუსეთის, შემდეგ საბჭოთა კავშირისა და შემდეგ ისევ რუსეთის  მმართველობისა და ოკუპაციების ქვეშ. ამიტომ, ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ეს და ჩვენ უკრაინასთან ერთად ერთ ხაზზე ვდგავართ.

ამის მოსმენა გვამშვიდებს, თუმცა მაინც არსებობს გარკვეული დაბნეულობა თქვენთან დკავშირებით უკრაინის გაბრაზების შესახებ, რომ საკმარისი არ გაკეთდა სანქციებთან მიმართებით და მოხდა ელჩის საქართველოდან გაწვევა.

ელჩი კონსულტაციებზე იქნა დაბარებული. ვფიქრობ, გარკვეულ განცხადებებთან დაკავშირებით გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. თუმცა, ეს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას არ ცვლის და (ისევ) ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთ ხაზზე ვდგავართ.

რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისას, როცა გამოსცადეთ, რომ რუსეთზე ზეწოლისათვის დასავლეთმა საკმარისი არ გააკეთა, დღეს ეთანხმებით იმ აზრს, რომ თუკი მაშინ დასავლეთი უფრო გადამწყვეტად იმოქმედებდა შესაძლოა, პუტინს თავი შეეკავებინა უკრაინაში შეჭრისგან?

არა მხოლოდ მე ვფიქრობ ასე. რამდენიმე განცხადება მოვისმინე, მათ შორის, თემთა პალატაშიც. დასავლეთს კარგად ესმის, რომ მას სათანადო რეაგირება არ მოუხდენია და უფრო მეტიც, რომ მან სათანადოდ ვერ შეფასა 2008 წლის მოვლენები და მათი მნიშვნელობა რუსეთის განზრახვებისა და აგრესიის კუთხით. ეს არასწორი გათვლები - 2008 წელს საქართველოში და 2014 წელსაც ყირიმში ალბათ ის ელემენტებია, რომლებმაც რუსეთი წააქეზა გააგრძელოს ეს აგრესიული კურსი, რომელიც ახლა უკრაინაში სრული ეფექტით ვიხილეთ.

ეს თემა, რომ გავაგრძელოთ - რამდენად გაწუხებთ, რომ თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, რომ ის საქართველოს დაუბრუნდება და თქვენი ქვეყნის მეტი ტერიტორიის ოკუპაციას შეეცდება?

ვფიქრობ, ყველას უნდა გვაწუხებდეს ის, რა შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ პუტინი უკრაინაში  თავის სურვილს აისრულებს. დღეს უკვე ეს ასე არ არის, რადგან მას მოვლენების სხვაგვარი განვითარება უნდოდა. ის ფიქრობდა, რომ უკრაინის დანებებას რამდენიმე დღეში მიიღებდა და ვფიქრობ, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, დღევანდელი ახალი ამბებიც კი, არის ის რომ უკრაინელები არა მარტო უწევენ წინააღმდეგობას, არამედ იბრძვიან და იბრუნებენ ტერიტორიებს, რომლებიც რუსეთმა დაიკავა. ამიტომ ვფიქრობ, ჯერ დასასრული არ არის. ასეც რომ იყოს, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ყველა უნდა ვღელავდეთ, ისევე როგორც ყველას უნდა გვაღელვებდეს 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმში მომხდარი მოვლენები.

ქალბატონო პრეზიდენტო, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. დარწმუნებული ვარ ყველა ვთანხმდებით, რომ საფრთხის წინაშე ნამდვილად თავისუფალი სამყაროს გადარჩენაა.

ჩვენ ვთანხმდით.

დიდი მადლობა! 

 

სხვა სიახლეები